ნუმერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნუმერაცია – (ლათ. numeratio – ვითვლი)

1) რიცხვების დასახელებისა და აღნიშვნების ხერხების ერთობლიობა.
2) მიმდევრობით დალაგებული საგნების რიგის ციფრული აღნიშვნა.

მათემატიკის განვითარების ისტორიაში სხვადასხვა ხალხისათვის ცნობილი იყო სხვადასხვა ნუმერაცია: რომაული, არაბული (გადმოვიდა ინდოეთიდან) და სხვ. ნუმერაციას ეწოდება დათვლა, აღრიცხვა.

არაბული ნუმერაცია: რიცხვების აღნიშვნის სისტემა 0,1,2, 3,4, 5, 6,7, 8, 9 ციფრების დახმარებით, რომლებიც თავისი მდებარეობის მიხედვით ყოველ თანრიგში აღნიშნავენ ერთეულთა რაოდენობას.

რომაული ნუმერაცია: რიცხვების აღნიშვნის სისტემა I, X, C, M ციფრებით, რომლებიც აღნიშნავენ ათეულ თანრიგებს 1, 10, 100, 1000 და V, L, D, რომლებიც აღნიშნავენ თანრიგების ნახევარს, ე.ი. 5, 50. 500.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები