მერქანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
 
(ერთი მომხმარებლის 12 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''მერქანი''' (ქსილემა) – (ბერძ. xylon ხე), ხის ქერქქვეშ არსებული მკვრივი ფორებიანი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის მიწისზედა ნაწილში წყლისა და მინერალური მარილების გატარებას ფესვთა სისტემიდან ფოთლებამდე. ის ძვირფასი საშენი კონსტრუქციული მასალა.  
 
'''მერქანი''' (ქსილემა) – (ბერძ. xylon ხე), ხის ქერქქვეშ არსებული მკვრივი ფორებიანი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის მიწისზედა ნაწილში წყლისა და მინერალური მარილების გატარებას ფესვთა სისტემიდან ფოთლებამდე. ის ძვირფასი საშენი კონსტრუქციული მასალა.  
  
მერქანი ტყის პროდუქტია, რომლის მარაგი რაციონალური დამზადების პირობებში ექვემდებარება მუდმივ აღდგენას. ტყის მასივებს ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდი ფართობი (30%) უჭირავს და მისით ძირითადად დაფარულია მესხეთისა და კავკასიონის მთების მისადგომები, [[აჭარა]], აფხაზეთი, [[გურია]] და ზემო [[იმერეთი]]. [[საქართველო]]ს ტყეებში უმეტესად გავრცელებულია ფოთლოვანი ჯიშები (75%), ხოლო წიწვოვან ჯიშებს შედარებით მოკრძალებული (25%) რაოდენობა უჭირავს. [[სამშენებლო ინდუსტრია]]ში ძირითადად გამოიყენება წიწვოვანი ჯიშის მერქანი ([[ფიჭვი]], ნაძვი, [[ლარიქსი]], სოჭი და [[კედარი]]), რომელიც ხასიათდება დიდი სიმტკიცით, ხის ტანის სწორი ფორმით, რაც მასალის მოცულობის მაქსიმალური გამოსავლიანობის შესაძლებლობას იძლევა და ნაკლებად ლპობასაშიშია ფოთლოვან ჯიშებთან შედარებით, რადგანაც მის ტანში ფისების საკმაო რაოდენობაა. მერქანი მილოვანი (ფენოვან-ბოჭკოვანი) აღნაგობა აქვს. მის ძირითად მასას წარმოადგენს ხის ტანის მიმართულებით განლაგებული [[ბოჭკო|ბოჭკოები]], რომლებიც წაგრძელებული მართკუთხოვანი განივკვეთის სიღრუეებიანი უჯრედებისაგან – ტრაქეიდებისაგან შედგება; კედელი კი ორგანული ნივთიერების – ლიგნინისა და ცელულოზისაგან. ხის ჰორიზონტალურ გადანაჭერზე მკვეთრად ჩანს წლიური რგოლები, რომელთა რაოდენობა მკაცრად შეესაბამება ხის წლოვანებას. ხის ტანის შემადგენლობა ასეთია: ქერქი, [[ლაფანი]], კამბიუმი, ნაქურთენი, გული, გულგულა. წიწვოვან მერქანს აქვს შვეული და ჰორიზონტალური ფისსავალი გზები და ერთრიგა და მრავალრიგა გულგულას სხივები, რომლებიც ასევე ემსახურება მერქანში [[ფისი]]ს გადაადგილებას. არსებობს მერქნის სახეები: აბსოლუტურად მშრალი, ახლადმოჭრილი, გაჟღენთილი, გაფანტული, გაწელილი, გულის, დაწებებული, დაწნეხილი, თერმოდამუშავებული, თხევადი, იმპრეჰირებული, მაგარი ჯიშის, მანკიანი, მაღალი სიმკვრივის, [[მექანიკურ-ქიმიურად მოდიფიცირებული მერქანი|მექანიკურ-ქიმიურად მოდიფიცირებული]], მოდიფიცირებული, მშრალი, მცირე სიმკვრივის, ნახევრადმშრალი, ნედლი, ოთახში გამშრალი, პოლიმერ-მოდიფიცირებული, რბილი, საბალანსო, სამასალე, საშუალო სიმკვრივის, სველი, სპეციალური, სტაბილიზებული, სუფთა, ფაშარი, ჰაერზე გამშრალი და სხვ.
+
მერქანი ტყის პროდუქტია, რომლის მარაგი რაციონალური დამზადების პირობებში ექვემდებარება მუდმივ აღდგენას. ტყის მასივებს ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდი ფართობი (30%) უჭირავს და მისით ძირითადად დაფარულია მესხეთისა და კავკასიონის მთების მისადგომები, [[აჭარა]], აფხაზეთი, [[გურია]] და ზემო [[იმერეთი]]. [[საქართველო]]ს ტყეებში უმეტესად გავრცელებულია ფოთლოვანი ჯიშები (75%), ხოლო წიწვოვან ჯიშებს შედარებით მოკრძალებული (25%) რაოდენობა უჭირავს. [[სამშენებლო ინდუსტრია]]ში ძირითადად გამოიყენება წიწვოვანი ჯიშის მერქანი ([[ფიჭვი]], [[ნაძვი]], [[ლარიქსი]], სოჭი და [[კედარი]]), რომელიც ხასიათდება დიდი სიმტკიცით, ხის ტანის სწორი ფორმით, რაც მასალის მოცულობის მაქსიმალური გამოსავლიანობის შესაძლებლობას იძლევა და ნაკლებად ლპობასაშიშია ფოთლოვან ჯიშებთან შედარებით, რადგანაც მის ტანში ფისების საკმაო რაოდენობაა. მერქანი მილოვანი (ფენოვან-ბოჭკოვანი) აღნაგობა აქვს. მის ძირითად მასას წარმოადგენს ხის ტანის მიმართულებით განლაგებული [[ბოჭკო|ბოჭკოები]], რომლებიც წაგრძელებული მართკუთხოვანი განივკვეთის სიღრუეებიანი უჯრედებისაგან – ტრაქეიდებისაგან შედგება; კედელი კი ორგანული ნივთიერების – ლიგნინისა და ცელულოზისაგან. ხის ჰორიზონტალურ გადანაჭერზე მკვეთრად ჩანს წლიური რგოლები, რომელთა რაოდენობა მკაცრად შეესაბამება ხის წლოვანებას. ხის ტანის შემადგენლობა ასეთია: ქერქი, [[ლაფანი]], კამბიუმი, [[ნაქურთენი]], გული, გულგულა. წიწვოვან მერქანს აქვს შვეული და ჰორიზონტალური ფისსავალი გზები და ერთრიგა და მრავალრიგა გულგულას სხივები, რომლებიც ასევე ემსახურება მერქანში [[ფისი]]ს გადაადგილებას. არსებობს მერქნის სახეები: აბსოლუტურად მშრალი, ახლადმოჭრილი, გაჟღენთილი, გაფანტული, გაწელილი, გულის, დაწებებული, დაწნეხილი, თერმოდამუშავებული, თხევადი, იმპრეჰირებული, მაგარი ჯიშის, მანკიანი, მაღალი სიმკვრივის, [[მექანიკურ-ქიმიურად მოდიფიცირებული მერქანი|მექანიკურ-ქიმიურად მოდიფიცირებული]], [[მოდიფიცირებული მერქანი|მოდიფიცირებული]], მშრალი, მცირე სიმკვრივის, ნახევრადმშრალი, ნედლი, ოთახში გამშრალი, [[პოლიმერ-მოდიფიცირებული მერქანი|პოლიმერ-მოდიფიცირებული]], რბილი, საბალანსო, სამასალე, საშუალო სიმკვრივის, სველი, სპეციალური, სტაბილიზებული, სუფთა, ფაშარი, ჰაერზე გამშრალი და სხვ.
  
 +
==== მერქანი, როგორც კონსტრუქციული საშენი მასალა ====
 +
მერქანი ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც დღესაც რჩება ნედლეულის უმნიშვნელოვანეს სახეობად, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია [[მრეწველობა|მრეწველობის]] ბევრი დარგის ფუნქციონირება. ის შედარებით მაგარი და მტკიცე ბოჭკოვანი მასალაა. ყოფაცხოვრებაში მოიხმარება, როგორც [[საშენი მასალა]] და საწვავი, ხოლო დანაწევრებული და ქიმიურად დამუშავებული სახით - ნედლეულად [[ქაღალდი]]ს წარმოებაში, აგრეთვე მერქანბოჭკოვანი და [[მერქანბურბუშელოვანი ფილა|მერქანბურბუშელოვანი ფილები]]ს დასამზადებლად.
 +
 +
მშენებლობაში მერქანი გამოიყენება დახერხილი მასალის, [[შპონი]]ს, ფანერის, [[რკინიგზა|რკინიგზის]] [[შპალი]]ს, [[სვეტი]]ს, [[დგარი]]ს, [[ხიმინჯი]]სა და სხვა სახით. ყველაზე მეტი მოთხოვნაა სწორკუთხა განივკვეთის დახერხილ ხის მასალაზე ([[ფიცარი]], [[ძელი]], ძელაკი), რომელსაც აწარმოებენ [[მორი|მორების]] სიგრძეზე დანაწევრებით.
 +
 +
მერქნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი თვისებები:
 +
 +
# '''მექანიკური''' - სიმტკიცე, სიმაგრე, დეფორმატულობა, კუთრი სიბლანტე, საექსპლუატაციო მახასიათებლები, ტექნოლოგიური მახასიათებლები, დრეკადობა, მაკავშირებლების დაჭერის უნარი, ცვეთამედეგობა;
 +
# '''ფიზიკური''' - შესახედაობა (ტექსტურა, შეფერილობა, ბზინვა), სიმკვრივე, ტენიანობა (შეშრობა, დაბრეცა, წყალშთანთქმა, ჰიგროსკოპიულობა), თბოთვისებები (სითბოგამტარობა), ბგერითი თვისებები (აკუსტიკური წინააღმგეგობა, [[ბგერაგამტარობა]]), ელექტრული თვისებები (დიელექტრიკული თვისება, ელექტროგამტარობა, ელექტრული სიმტკიცე);
 +
# '''ქიმიური'''- მერქანი ანიზოტროპიული ანუ ისეთი მასალაა, რომელსაც ბოჭკოების მიმართულებიდან გამომდინარე სხვადასხვა თვისებები აქვს (მაგალითად, შეშრობა ბოჭკოების გრძივად ნაკლებია, ვიდრე განივად, ხოლო რადიალური მიმართულებით ნაკლებია, ვიდრე ტანგენციალური მიმართულებისას. ასევე განსხვავებულია ბოჭკოების მიმართულებაზე დამოკიდებულებით წყალშთანთქმა, ორთქლშეღწევადობა, ბგერაგამტარობა და სხვ.).
 +
 +
* '''[[მერქნის სიმტკიცე]]''' - უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს რღვევას მექანიკური ზემოქმედების დროს. განასხვავებენ სიმტკიცეს კუმშვაზე და გაჭიმვაზე დატვირთვის მოქმედებისას ბოჭკოების გრძივად და განივად, აგრეთვე სტატიკური ღუნვის, თელვისა და ახლეჩის დროს;
 +
* '''მერქნის სიმაგრე''' - უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ტანში მასზე უფრო მაგარი სხეულის ჩაწნეხას. მერქნის სიმაგრის გასაზომად იყენებენ იანკის ტესტს;
 +
* '''ცვეთამედეგობა''' - უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ცვეთას, ანუ ზედაპირის თანდათანობით დაშლას ხახუნის დროს. მერქნის გვერდითი ზედაპირების ცვეთა უფრო დიდია, ვიდრე ტორსის. ტენიანი მერქანი უფრო მეტად იცვითება, ვიდრე გამშრალი;
 +
* '''[[ტენიანობა]]''' - განასხვავებენ მერქნის აბსოლუტურ და ფარდობით ტენიანობას. მერქნის [[აბსოლუტური ტენიანობა]] არის მერქანში არსებული ტენის (წყლის) მასის ფარდობა აბსოლუტურად მშრალი მერქნის მასასთან (გამოისახება პროცენტებში). მერქნის [[ფარდობითი ტენიანობა]] არის მერქანში არსებული ტენის (წყლის) მასის ფარდობა ნედლი მერქნის მასასთან (გამოისახება პროცენტებში). პრაქტიკული მიზნით უფრო საჭიროა ფარდობითი ტენიანობის ცოდნა, რადგან ის აჩვენებს მერქნის ვარგისიანობას ამა თუ იმ ტექნოლოგიური ოპერაციისათვის. მაგალითად, შეწებებისათვის მერქნის ფარდობითი ტენიანობა უნდა იყოს 4-6 %; შეშრობა იწყება, როცა ფარდობითი ტენიანობაა 30 %; სოკოები გაჩენას იწყებს 22 % ტენიანობიდან და სხვ. ტენიანი მასალის [[სამშენებლო კონსტრუქციები|სამშენებლო კონსტრუქციებში]] გამოყენება დაუშვებელია, რადგანაც ბუნებრივი შრობის პროცესში მოსალოდნელია ბზარებისა და ნახეთქების გაჩენა, კონსტრუქციის ფორმის შეცვლა, ღრეჩოების გაჩენა ფიცრებს შორის და სხვ.;
 +
* '''ჰიგროსკოპულობა''' - მასალის თვისება, შეიწოვოს ტენი ჰაერიდან. მშრალი მასალის ჰიგროსკოპულობა მეტია, ვიდრე ტენიანისა. მის შესამცირებლად მიმართავენ მერქნის ზედაპირის დაფარვას ზეთოვანი საღებავებით, [[ემალი]]თ, [[ლაქი|ლაქებით]]. ჰიგროსკოპულობა პირდაპირაა დაკავშირებული მერქნის სხვა თვისებასთან - [[ფორიანობა]]სთან;
 +
* '''ფორიანობა''' - მერქანში არსებული ფორების მოცულობის ფარდობა მერქნის საერთო მოცულობასთან. საშუალოდ მისი მნიშვნელობა იცვლება 30-80 %-ის ფარგლებში;
 +
* გაჯირჯვება - შეინიშნება მაშინ, როცა მერქანს ხანგრძლივად უხდება ყოფნა მაღალი ტენიანობის გარემოში;
 +
* '''შეშრობა''' - შრობის შედეგად მერქნის ზომების ცვალებადობა ტენის დაკარგვის გამო. მისი პირდაპირი შედეგია მერქანში ბზარების გაჩენა;
 +
* '''დაბრეცა''' - მერქნის ფორმის ცვალებადობა არათანაბარი შრობის შედეგად. ბოჭკოების გასწვრივ მისი სიდიდეა 0,1 %, განივად კი 5-8 %;
 +
* '''დასკდომა''' - შედეგია მერქნის გარე და შიგა ფენების არათანაბარი შრობის;
 +
* '''სითბოგამტარობა''' - სხეულის თვისება, ტემპერატურა ერთი ზედაპირიდან გაატაროს მეორე ზედაპირამდე. მერქანს დაბალი სითბოგამტარობა ახასიათებს, ამიტომ შესანიშნავი მასალაა სათავსის კედლების, იატაკისა თუ ჭერის თბოიზოლაციისათვის;
 +
* '''ელექტროგამტარობა''' - მასალის თვისება, გაატაროს ელექტრული დენი. მერქანში ეს თვისება პირდაპირაა დაკავშირებული ტენიანობასთან;
 +
* '''მერქნის სუნი''' - დამოკიდებულია ფისების არსებობაზე. ახლად მოჭრილ ხეს მკვეთრი სუნი აქვს, მშრალს - ნაკლები. თუ ზედაპირზე შეინიშნება ლაქები, ეს მიანიშნებს ლპობის პროცესის დაწყებას;
 +
* '''ტექსტურა''' - დახერხვის შემდეგ ზედაპირზე გაჩენილი სურათი. მერქნის ეს არაჩვეულებრივი თვისება განაპირობებს მის ფართო გამოყენებას შენობის ინტერიერის მოწყობისას;
 +
* '''მერქნის წონა''' - განასხვავებენ ორი სახის წონას - კუთრსა და მოცულობითს. კუთრი წონა არის მერქნის ერთეული მოცულობის მასა ფორებისა და ტენის გამორიცხვით. ის დამოკიდებული არ არის მერქნის ჯიშზე და შეადგენს 1,54 გ/სმ<sup>3</sup>. მოცულობითი წონა არის მერქნის ერთეული მოცულობის მასა ბუნებრივ მდგომარეობაში.
 +
 +
სიმტკიცე, ხანგამძლეობა და ტექსტურა განსაზღვრავს მერქნის ჯიშის ფასეულობას. ასეთი მერქანი გამოიყენება ელიტური ძვირფასი [[ავეჯი]]ს, [[პარკეტი]]ს, კარ-ფანჯრების, [[მოაჯირი|მოაჯირების]], [[ინტერიერი]]ს ნივთების დასამზადებლად. მართალია, ძვირიანი მერქნისაგან დამზადებული ნაკეთობების [[ფასი]] საკმაოდ მაღალია, მაგრამ მათზე მოთხოვნაც დიდია.
 +
 +
სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად ძვირფასი მერქანი პრაქტიკულად არ გამოიყენება.
 +
 +
ნებისმიერი ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მერქნის ნარჩენების გადამუშავებას ქიმიური და მექანიკური გზით. გადამუშავებულ ნარჩენებს იყენებენ ფანერის, მერქანბოჭკოვანი და მერქანბურბუშელოვანი ფილების, არბოლიტის, ფიბროლიტის და სხვა მასალების მისაღებად.
 +
 +
მერქანი (ცელულოზა) შეუცვლელი მასალაა ქაღალდისა და [[მუყაო]]ს წარმოებაში.
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[მერქნის სიმკვრივე]]<br />
 +
[[მერქნის ანატომიური აგებულება]]<br />
 +
[[მერქნის ფიზიკური თვისებები]]<br />
 +
[[მერქნის სორტი]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 +
* [[ხის კონსტრუქციები]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]]
 
[[კატეგორია:მერქანი]]
 
[[კატეგორია:მერქანი]]

მიმდინარე ცვლილება 10:23, 26 ივლისი 2023 მდგომარეობით

მერქანი

მერქანი (ქსილემა) – (ბერძ. xylon ხე), ხის ქერქქვეშ არსებული მკვრივი ფორებიანი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის მიწისზედა ნაწილში წყლისა და მინერალური მარილების გატარებას ფესვთა სისტემიდან ფოთლებამდე. ის ძვირფასი საშენი კონსტრუქციული მასალა.

მერქანი ტყის პროდუქტია, რომლის მარაგი რაციონალური დამზადების პირობებში ექვემდებარება მუდმივ აღდგენას. ტყის მასივებს ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდი ფართობი (30%) უჭირავს და მისით ძირითადად დაფარულია მესხეთისა და კავკასიონის მთების მისადგომები, აჭარა, აფხაზეთი, გურია და ზემო იმერეთი. საქართველოს ტყეებში უმეტესად გავრცელებულია ფოთლოვანი ჯიშები (75%), ხოლო წიწვოვან ჯიშებს შედარებით მოკრძალებული (25%) რაოდენობა უჭირავს. სამშენებლო ინდუსტრიაში ძირითადად გამოიყენება წიწვოვანი ჯიშის მერქანი (ფიჭვი, ნაძვი, ლარიქსი, სოჭი და კედარი), რომელიც ხასიათდება დიდი სიმტკიცით, ხის ტანის სწორი ფორმით, რაც მასალის მოცულობის მაქსიმალური გამოსავლიანობის შესაძლებლობას იძლევა და ნაკლებად ლპობასაშიშია ფოთლოვან ჯიშებთან შედარებით, რადგანაც მის ტანში ფისების საკმაო რაოდენობაა. მერქანი მილოვანი (ფენოვან-ბოჭკოვანი) აღნაგობა აქვს. მის ძირითად მასას წარმოადგენს ხის ტანის მიმართულებით განლაგებული ბოჭკოები, რომლებიც წაგრძელებული მართკუთხოვანი განივკვეთის სიღრუეებიანი უჯრედებისაგან – ტრაქეიდებისაგან შედგება; კედელი კი ორგანული ნივთიერების – ლიგნინისა და ცელულოზისაგან. ხის ჰორიზონტალურ გადანაჭერზე მკვეთრად ჩანს წლიური რგოლები, რომელთა რაოდენობა მკაცრად შეესაბამება ხის წლოვანებას. ხის ტანის შემადგენლობა ასეთია: ქერქი, ლაფანი, კამბიუმი, ნაქურთენი, გული, გულგულა. წიწვოვან მერქანს აქვს შვეული და ჰორიზონტალური ფისსავალი გზები და ერთრიგა და მრავალრიგა გულგულას სხივები, რომლებიც ასევე ემსახურება მერქანში ფისის გადაადგილებას. არსებობს მერქნის სახეები: აბსოლუტურად მშრალი, ახლადმოჭრილი, გაჟღენთილი, გაფანტული, გაწელილი, გულის, დაწებებული, დაწნეხილი, თერმოდამუშავებული, თხევადი, იმპრეჰირებული, მაგარი ჯიშის, მანკიანი, მაღალი სიმკვრივის, მექანიკურ-ქიმიურად მოდიფიცირებული, მოდიფიცირებული, მშრალი, მცირე სიმკვრივის, ნახევრადმშრალი, ნედლი, ოთახში გამშრალი, პოლიმერ-მოდიფიცირებული, რბილი, საბალანსო, სამასალე, საშუალო სიმკვრივის, სველი, სპეციალური, სტაბილიზებული, სუფთა, ფაშარი, ჰაერზე გამშრალი და სხვ.

[რედაქტირება] მერქანი, როგორც კონსტრუქციული საშენი მასალა

მერქანი ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც დღესაც რჩება ნედლეულის უმნიშვნელოვანეს სახეობად, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია მრეწველობის ბევრი დარგის ფუნქციონირება. ის შედარებით მაგარი და მტკიცე ბოჭკოვანი მასალაა. ყოფაცხოვრებაში მოიხმარება, როგორც საშენი მასალა და საწვავი, ხოლო დანაწევრებული და ქიმიურად დამუშავებული სახით - ნედლეულად ქაღალდის წარმოებაში, აგრეთვე მერქანბოჭკოვანი და მერქანბურბუშელოვანი ფილების დასამზადებლად.

მშენებლობაში მერქანი გამოიყენება დახერხილი მასალის, შპონის, ფანერის, რკინიგზის შპალის, სვეტის, დგარის, ხიმინჯისა და სხვა სახით. ყველაზე მეტი მოთხოვნაა სწორკუთხა განივკვეთის დახერხილ ხის მასალაზე (ფიცარი, ძელი, ძელაკი), რომელსაც აწარმოებენ მორების სიგრძეზე დანაწევრებით.

მერქნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი თვისებები:

  1. მექანიკური - სიმტკიცე, სიმაგრე, დეფორმატულობა, კუთრი სიბლანტე, საექსპლუატაციო მახასიათებლები, ტექნოლოგიური მახასიათებლები, დრეკადობა, მაკავშირებლების დაჭერის უნარი, ცვეთამედეგობა;
  2. ფიზიკური - შესახედაობა (ტექსტურა, შეფერილობა, ბზინვა), სიმკვრივე, ტენიანობა (შეშრობა, დაბრეცა, წყალშთანთქმა, ჰიგროსკოპიულობა), თბოთვისებები (სითბოგამტარობა), ბგერითი თვისებები (აკუსტიკური წინააღმგეგობა, ბგერაგამტარობა), ელექტრული თვისებები (დიელექტრიკული თვისება, ელექტროგამტარობა, ელექტრული სიმტკიცე);
  3. ქიმიური- მერქანი ანიზოტროპიული ანუ ისეთი მასალაა, რომელსაც ბოჭკოების მიმართულებიდან გამომდინარე სხვადასხვა თვისებები აქვს (მაგალითად, შეშრობა ბოჭკოების გრძივად ნაკლებია, ვიდრე განივად, ხოლო რადიალური მიმართულებით ნაკლებია, ვიდრე ტანგენციალური მიმართულებისას. ასევე განსხვავებულია ბოჭკოების მიმართულებაზე დამოკიდებულებით წყალშთანთქმა, ორთქლშეღწევადობა, ბგერაგამტარობა და სხვ.).
  • მერქნის სიმტკიცე - უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს რღვევას მექანიკური ზემოქმედების დროს. განასხვავებენ სიმტკიცეს კუმშვაზე და გაჭიმვაზე დატვირთვის მოქმედებისას ბოჭკოების გრძივად და განივად, აგრეთვე სტატიკური ღუნვის, თელვისა და ახლეჩის დროს;
  • მერქნის სიმაგრე - უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ტანში მასზე უფრო მაგარი სხეულის ჩაწნეხას. მერქნის სიმაგრის გასაზომად იყენებენ იანკის ტესტს;
  • ცვეთამედეგობა - უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ცვეთას, ანუ ზედაპირის თანდათანობით დაშლას ხახუნის დროს. მერქნის გვერდითი ზედაპირების ცვეთა უფრო დიდია, ვიდრე ტორსის. ტენიანი მერქანი უფრო მეტად იცვითება, ვიდრე გამშრალი;
  • ტენიანობა - განასხვავებენ მერქნის აბსოლუტურ და ფარდობით ტენიანობას. მერქნის აბსოლუტური ტენიანობა არის მერქანში არსებული ტენის (წყლის) მასის ფარდობა აბსოლუტურად მშრალი მერქნის მასასთან (გამოისახება პროცენტებში). მერქნის ფარდობითი ტენიანობა არის მერქანში არსებული ტენის (წყლის) მასის ფარდობა ნედლი მერქნის მასასთან (გამოისახება პროცენტებში). პრაქტიკული მიზნით უფრო საჭიროა ფარდობითი ტენიანობის ცოდნა, რადგან ის აჩვენებს მერქნის ვარგისიანობას ამა თუ იმ ტექნოლოგიური ოპერაციისათვის. მაგალითად, შეწებებისათვის მერქნის ფარდობითი ტენიანობა უნდა იყოს 4-6 %; შეშრობა იწყება, როცა ფარდობითი ტენიანობაა 30 %; სოკოები გაჩენას იწყებს 22 % ტენიანობიდან და სხვ. ტენიანი მასალის სამშენებლო კონსტრუქციებში გამოყენება დაუშვებელია, რადგანაც ბუნებრივი შრობის პროცესში მოსალოდნელია ბზარებისა და ნახეთქების გაჩენა, კონსტრუქციის ფორმის შეცვლა, ღრეჩოების გაჩენა ფიცრებს შორის და სხვ.;
  • ჰიგროსკოპულობა - მასალის თვისება, შეიწოვოს ტენი ჰაერიდან. მშრალი მასალის ჰიგროსკოპულობა მეტია, ვიდრე ტენიანისა. მის შესამცირებლად მიმართავენ მერქნის ზედაპირის დაფარვას ზეთოვანი საღებავებით, ემალით, ლაქებით. ჰიგროსკოპულობა პირდაპირაა დაკავშირებული მერქნის სხვა თვისებასთან - ფორიანობასთან;
  • ფორიანობა - მერქანში არსებული ფორების მოცულობის ფარდობა მერქნის საერთო მოცულობასთან. საშუალოდ მისი მნიშვნელობა იცვლება 30-80 %-ის ფარგლებში;
  • გაჯირჯვება - შეინიშნება მაშინ, როცა მერქანს ხანგრძლივად უხდება ყოფნა მაღალი ტენიანობის გარემოში;
  • შეშრობა - შრობის შედეგად მერქნის ზომების ცვალებადობა ტენის დაკარგვის გამო. მისი პირდაპირი შედეგია მერქანში ბზარების გაჩენა;
  • დაბრეცა - მერქნის ფორმის ცვალებადობა არათანაბარი შრობის შედეგად. ბოჭკოების გასწვრივ მისი სიდიდეა 0,1 %, განივად კი 5-8 %;
  • დასკდომა - შედეგია მერქნის გარე და შიგა ფენების არათანაბარი შრობის;
  • სითბოგამტარობა - სხეულის თვისება, ტემპერატურა ერთი ზედაპირიდან გაატაროს მეორე ზედაპირამდე. მერქანს დაბალი სითბოგამტარობა ახასიათებს, ამიტომ შესანიშნავი მასალაა სათავსის კედლების, იატაკისა თუ ჭერის თბოიზოლაციისათვის;
  • ელექტროგამტარობა - მასალის თვისება, გაატაროს ელექტრული დენი. მერქანში ეს თვისება პირდაპირაა დაკავშირებული ტენიანობასთან;
  • მერქნის სუნი - დამოკიდებულია ფისების არსებობაზე. ახლად მოჭრილ ხეს მკვეთრი სუნი აქვს, მშრალს - ნაკლები. თუ ზედაპირზე შეინიშნება ლაქები, ეს მიანიშნებს ლპობის პროცესის დაწყებას;
  • ტექსტურა - დახერხვის შემდეგ ზედაპირზე გაჩენილი სურათი. მერქნის ეს არაჩვეულებრივი თვისება განაპირობებს მის ფართო გამოყენებას შენობის ინტერიერის მოწყობისას;
  • მერქნის წონა - განასხვავებენ ორი სახის წონას - კუთრსა და მოცულობითს. კუთრი წონა არის მერქნის ერთეული მოცულობის მასა ფორებისა და ტენის გამორიცხვით. ის დამოკიდებული არ არის მერქნის ჯიშზე და შეადგენს 1,54 გ/სმ3. მოცულობითი წონა არის მერქნის ერთეული მოცულობის მასა ბუნებრივ მდგომარეობაში.

სიმტკიცე, ხანგამძლეობა და ტექსტურა განსაზღვრავს მერქნის ჯიშის ფასეულობას. ასეთი მერქანი გამოიყენება ელიტური ძვირფასი ავეჯის, პარკეტის, კარ-ფანჯრების, მოაჯირების, ინტერიერის ნივთების დასამზადებლად. მართალია, ძვირიანი მერქნისაგან დამზადებული ნაკეთობების ფასი საკმაოდ მაღალია, მაგრამ მათზე მოთხოვნაც დიდია.

სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად ძვირფასი მერქანი პრაქტიკულად არ გამოიყენება.

ნებისმიერი ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მერქნის ნარჩენების გადამუშავებას ქიმიური და მექანიკური გზით. გადამუშავებულ ნარჩენებს იყენებენ ფანერის, მერქანბოჭკოვანი და მერქანბურბუშელოვანი ფილების, არბოლიტის, ფიბროლიტის და სხვა მასალების მისაღებად.

მერქანი (ცელულოზა) შეუცვლელი მასალაა ქაღალდისა და მუყაოს წარმოებაში.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

მერქნის სიმკვრივე
მერქნის ანატომიური აგებულება
მერქნის ფიზიკური თვისებები
მერქნის სორტი

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები