კედარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიმალაიური კედარი

კედარი (ლათ. Cedrus) – მარადმწვანე წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახიდან. გვარი მოიცავს 4 სახეობას, რომელთაგან 3 (ლიბანური, ატლასური და მოკლეწიწვა) გავცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ოლქის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, ერთი (ჰიმალაიური) - ჰიმალაის მთების დასავლეთ ნაწილში, აგრეთვე ყირიმში, კავკასისა და შუა აზიის სამხრეთ ფართობებზე, სადაც კულტივირებულია 3 სახეობა: ლიბანური, ატლასური და ჰიმალაიური

საქართველოში მოშენებულია კედარის ჰიმალაიურის ჯიში, რომლის სიმაღლეა 50-60 მ, დიამეტრი ძირთან აღწევს 3,5 მეტრს. კედარი სხვა წიწვოვან ჯიშებთან შედარებით ყველაზე რბილი და მსუბუქი მასალაა სიმკვრივით 400-450 კგ/მ3. გული განსხვავდება ნაქურთენისაგან მუქი ფერით. აქვს ფისსავალი გზები და კარგად შეინიშნება გულგულას სხივები. როკები მთელ ტანზე თანაბრად აქვს განაწილებული ბოჭკოების მიმართ მახვილი კუთხით. კედარის მერქანი უფრო ლამაზია, ვიდრე ფიჭვის. ადვილი დასამუშავებელია, კარგად პრიალდება და შესანიშნავი მოსაპირკეთებელი მასალაა. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ ხუროთმოძღვრებაში. რუსეთის ფედერაციის ბევრ ქალაქში (ტიუმენი, ტობოლსკი, ტომსკი, ვოლოგდა, ვლადიმირი) საკმაო რაოდენობის შენობებია შემკული კედრის ფიცრისაგან ხერხითა და საჭრეთლით გამოჭრილი უცნაური ხვეულებით.

საქართველოში შემოიტანეს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მიუხედავად იმისა, რომ ტენის მოყვარული ხეა, მეტნაკლებად გვალვადა ყინვაგამძლეც გამოდგა თბილისსა და მის მიდამოებში. სწრაფმზარდია, კარგად ხარობს ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლემდე, ცოცხლობს 1000 წლამდე. აქვს მაგარი, მკვრივი და გამძლე მერქანი. გამოიყენება მშენებლობაში, საავეჯო წარმოებაში, გემთმშენებლობაში, აგრეთვე სახეივნო ჯიშად.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები