სამშენებლო კონსტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო კონსტრუქციები – შენობა-ნაგებობის ძირითადი შემადგენელი ელემენტები, რომლებიც ასრულებენ მზიდ, შემომზღუდავ ან ორივე ფუნქციას ერთად და მათი ზომები დგინდება გაანგარიშების შედეგად, რაც საფუძვლიანად განასხვავებს მათ არქიტექტურული კონსტრუქციებისაგან.

ძირითად მასალაზე დამოკიდებულებით განასხვავებენ შემდეგ სამშენებლო კონსტრუქციებს: ქვის, დაარმირებული ქვის, ხის, ლითონის (ფოლადის, მსუბუქი შენადნობების), რკინაბეტონის, ბეტონის, კომპოზიტის, პლასტმასის, მინისა და კომპლექსურს;
გეომეტრიული ფორმის მიხედვით – არის მასივი, ძელი, ფილა, გარსი და ღეროვანი სისტემები;
საანგარიშო სქემის მიხედვით – სტატიკურად რკვევადი და სტატიკურად ურკვევი;
დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის მიხედვით – უმარტივესი, მარტივი და რთული.

სამშენებლო კონსტრუქციები უნდა აკმაყოფილებდნენ სიმტკიცის, სიხისტის, მდგრადობის, საიმედოობის, უსაფრთხო ექსპლუატაციის, ეკოლოგიურობის, ტექნიკურ და ეკონომიკურობის მოთხოვნებს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები