ბოჭკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოჭკო – მოქნილი, მტკიცე, გრძელი, ძაფისმაგვარი ტანი, რომლის სიგრძე მნიშვნელოვნად აღემატება განივკვეთის ზომებს. არსებობს ნატურალური (ბუნებრივი), მცენარეული (ბამბა, სელი, ჯუთი), ცხოველური (მატყლი, აბრეშუმი), მინერალური (აზბესტი) წარმოშობის და ქიმიური, რომელიც თავის მხრივ იყოფა ხელოვნურ და სინთეზურ ბოჭკოებად. ხელოვნური მიიღება მაღალმოლეკულური ბუნებრივი ნაერთის – ცელულოზასაგან. ცელულოზა იწარმოება მერქნისაგან ან ბამბეულის მრეწველობის ნარჩენებისაგან, ცხოველური და მცენარეული ცილებისაგან (ზეინი, კაზეინი). სინთეზური ბოჭკო მზადდება სინთეზური პოლიმერებისაგან: პოლიამიდი, პოლიეთილენტერეფთალატი, პოლიაკრირნიტრილი, პოლიურეთანი, პოლივინილის სპირტი, პოლივინილქლორიდი, პოლიონეფილები და სხვ. ბოჭკო შეიძლება დამზადდეს, როგორც გრძელი უწყვეტი ძაფის სახით, ისე მოკლე ბოჭკოების სახით (შტაპელური). კონსტრუქციული პლასტმასების წარმოებაში (მინაპლასტიკი, მინატექსტოლიტი) მაარმირებლად ფართოდ გამოიყენება მინის ბოჭკო. არსებობს ბოჭკოს მრავალი სახეობა: აზბესტის, კაპრონის, კიდური, მერქნის, მინერალური, მცენარეული, პოლიეთილენის, პოლისტირენის, საფეიქრო, სელის, სინთეზური, ტექნიკური, ქიმიური, ქოქოსის, შტაპელის, ცხოველური, წმინდა, ხელოვნური და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები