აზბესტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აზბესტი – (ბერძ. ásbestos ჩაუმქრალი) ქრიზოტილი, ქანსელი, მთის სელი – ბუნებრივი, წვრილბოჭკოვანი, ცეცხლგამძლე მინერალი, რომელსაც იყენებდნენ შიფერის, მილის, პანელის, ქსოვილის, მუყაოს, ქაღალდის, ჩალიჩის და სხვათა დასამზადებლად, აგრეგატის თბოიზოლაციისათვის.
აზბესტის შემადგენლობაში შედის ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებები, ამიტომ მისი წარმოება მსოფლიოში 2016 წლისთვის თითქმის შეწყვეტილია.