ქსოვილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქსოვილი (ტექსტილი) – საფეიქრო ნაწარმი, რომელსაც იღებენ საქსოვ დაზგებზე ურთიერთმართობული და ერთმანეთთან ხლართებით შეერთებული გრძივი (ქსელი) და განივი (მისაქსელი) ძაფებისაგან. ქსოვილი შეიძლება იყოს ბამბის, შალის, აბრეშუმის, სელის, ქიმიური ბოჭკოსი და სხვ.