მინერალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინერალი – (ლათ. minerale საბადო), ბუნებრივი ქიმიური ნაერთი ან ელემენტი, რომელიც შედის დედამიწის ქერქის შედგენილობაში. შეიძლება იყოს აირადი, თხევადი და მყარი. მიწის ქერში მინერალი არათანაბრადაა განაწილებული. ქიმიური ელემენტები, ბუნების ეს დამოუკიდებელი ერთეულები, მიწის ქერქში განიცდიან გადაადგილებას, მიგრაციას, უერთდებიან ერთმანეთს და ა.შ. მინერალებისგან შედგება მთის ქანები, მაგმები და სხვა გეოლოგიური სხეულები. დედამიწის ქერქში გავრცელებული მინერალი – სილიკატები (25%-მდე); ჟანგები და ჰიდროჟანგები (12,5%- მდე); სულფიდური შენაერთები და მათი ანალოგები (14%-მდე); ფოსფატები და მათი ანალოგები (18%-მდე). ცნობილია 2500-ზე მეტი ბუნებრივი მინერალის სახეობა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები