აგრეგატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აგრეგატი - (ლათ. aggregātus გაერთიანებული, შეერთებული; სიტყვასიტყვით "გაერთიანებული გუნდში" < aggre- gāre მიმატება (გუნდთან, ჯოგთან, ფარასთან, ნახირთან),
- აგრეგატი — რთული მანქანა, რომელიც შედგება ერთმანეთთან შეერთებული სხვადასხვა ტიპის რამდენიმე მანქანისაგან (მაგ., ტრაქტორი და კომბაინი, ტურბოგენერატორი);
- აგრეგატი — ქანი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მინერალის შენაერთს (მაგ., მარმარილო, გრანიტი);
- აგრეგატი — სხვადასხვა ნაწილაკის ან საგნის მექანიკური შენაერთი;
- აგრეგატი — ინერტული მასალების ნარევი (მაგ., ხრეშისა და ქვიშის), რომელიც გამოიყენება ბეტონის, ბათქაშის, დუღაბისა და სხვა დასამზადებლად.