პოლიამიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიამიდის გრანულები

პოლიამიდი – კონსტრუქციული პოლიმერული მასალა, სინთეზური პოლიმერი, მაგარი, თეთრი რქისებრი ნივთიერება. გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, სიმაგრით, ელასტიკურობით, ცვეთა- და თბომედეგობით; მდგრადია ქიმიური რეაგენტების მიმართ. გამოიყენება სინთეზური ბოჭკოების, ფირების, ქაღალდის, წებოების წარმოებაში, აგრეთვე, ანტიფრიქციული, ელექტრო- და რადიოტექნიკური ნაკეთობების დასამზადებლად, საავტომობილო მრეწველობაში ელექტრონული ბლოკების, დამცავი ნაწილების, ჰიდრავლიკური მილების კორპუსებისათვის, სამხედრო საქმეში (მაგ., კალაშნიკოვის ავტომატის კონდახი და ტყვიების მჭიდი) და სხვ. ყველაზე გავრცელებული პოლიამიდის სახეებია: პოლიამიდი-6 [–NH–(CH2)5–CO–]n, პოლიამიდი-12 [–NH–(CH2)11–CO–]n, პოლიამიდი-6.6 [–NH–(CH2)6–NH–CO–(CH2)4–CO–]n; აგრეთვე პოლიამიდი-6.10, 6.12, 6/66-3, 6/66-4 და 6/66/610.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები