მერქნის სორტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერქნის სორტიმერქნის თანრიგი, ხარისხი, სახეობა.

მისი განსაზღვრა ხდება სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით. მაგ., რუსული სტანდარტის (ГОСТ 8486) მიხედვით წიწვოვანი ჯიშის ფიცრები და ძელაკები იყოფა ხუთ სორტად: ანარჩევი, 1, 2, 3 და 4; ხოლო ძელები ოთხ სორტად: 1, 2, 3 და 4. მერქნის სორტის დადგენა წარმოებს ფიცრის (ძელაკის, ძელის) ერთ გრძივ მეტრზე (პირის და ზურგის მხარეზე დამოუკიდებლად) განთავსებული მანკების (ГОСТ 2140-88 «Видимые пороки древесины») მიხედვით. ევროპული სტანდარტის მიხედვით (DIN 68126/86) მიღებულია სორტის განმსაზღვრელი ასოითი აღნიშვნები: Extra, А, В და С (A შეესაბამება რუსულ I სორტს, B – II სორტს და C – III სორტს. ანარჩევი სორტი: მასალას ზედაპირზე არა აქვს არავითარი მანკი და დამზადებულია გულისაგან (ნაქურთენის ნაწილი არ უნდა ერეოდეს), ზოგჯერ დასაშვებია სიგრძის ერთ მეტრზე 1 ან 2 შეზრდილი როკის არსებობა;

ფიცარი I სორტის: აქვს სასიამოვნო გარეგნობა, შესაძლებელია ფენის მხარეზე ჰქონდეს 2-3 შეზრდილი როკი, რაც დიდ ფართობზე ზედაპირს აძლევს განსაკუთრებულ კოლორიტს. დასაშვებია სიგრძის 3 მეტრზე ერთი შეუზრდელი როკის არსებობა, აგრეთვე მცირე რაოდენობით ძაფისებრი სიგრძივი ( 150 მმ-მდე) და შეშრობის ტორსული ბზარები, გვერდელა (ფენის 10%-მდე), ზეთოვანი ღრმა ჯიბეები (ერთ მხარეზე 1 ან 2), შენაზარდი, ნაშური. გამოიყენება მშენებლობაში დაწებებული კონსტრუქციების დასამზადებლად (გაჭიმულ ზონებში), გემთ- და ავიამშენებლობაში და სხვ.;

ფიცარი II სორტის: ფენის ფართობის 33%-მდე მოფენილია შეზრდილი და ნაწილობრივ შეუზრდელი როკებით. დასაშვებია ირიბბოჭკოიანობა, ორმაგი გულგულა, გვერდელა, ზეთოვანი ჯიბეები, სოკოვანი დაავადებები, მცირე ზომის შეშრობის ბზარები. დაუშვებელია ჭიანაჭამები და მექანიკური დაზიანებები. დაბრეცა სიგრძეში არ უნდა იყოს 0,2%-ზე მეტი, სიგანეში კი 1%-მდე. გამოიყენება მზიდ სამშენებლო კონსტრუქციებში, ავეჯის წარმოებაში, ვაგონთმშენებლობაში, საპასუხისმგებლო დეტალების დასამზადებლად და სხვ.;

ფიცარი III სორტის: შეზღუდულად გამოიყენება კონსტრუქციებში, რომელთა ზედაპირი ღია სივრცეში გამოდის, რადგან აქვს დიდი ზომის შეზრდილი და შეუზრდელი როკები, ბზარები, გვერდელა, ორმაგი გულგულა, ფისოვანი ჯიბეები, ჭიანაჭამები, ტალღოვნობა, სოკოვანი ლაქები შეუზღუდავად. გამოიყენება დაწებებულ კონსტრუქციებში, ფენილების, შეფიცვრის, ყალიბების, ხარაჩოების, ავეჯის და შპალების წარმოებაში და სხვ.;

ფიცარი IV სორტის: აქვს ღრმა დეფექტები, ამიტომ მშენებლობაში გამოიყენება ისეთი დეტალების დასამზადებლად, რომლებზეც არ მოდის დიდი დატვირთვები, აგრეთვე მცირე დეტალებად დასანაწევრებად, ავეჯის, ტარის წარმოებაში და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები