ლაქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაქი – სინთეზური ან ბუნებრივი ნივთიერების (ძირითადად ფისის) თხევადი ან ბლანტი ხსნარი სხვადასხავა გამხსნელში (ნახშირწყალბადი, აცეტონი, წყალი, ეთანოლი, ოლიფა, ეთერის ზეთი და სხვ.), რომელიც წასმული რაიმე ნაკეთობის ზედაპირზე თხელ ფენად, შრობის პროცესში წარმოქმნის მკვრივ აფსკს (როგორც წესი, გამჭვირვალეს). აფსკის გამყარება ხდება გამხსნელის აორთქლებით ან ჟანგვითი პოლიმერიზაციის გზით (რეაქციით). თანამედროვე ლაქები არ შეიცავენ გამხსნელებს, რადგან მათ როლს წარმატებით ასრულებენ გამამყარებლები და კატალიზატორები. ლაქი გამოიყენება დამცავი ან დეკორატიული დაფარვისათვის, მასალის ელექტროსაიზოლაციო გაჟღენთისათვის, ემალის საღებავის დასამზადებლად და სხვ. არსებბს ლაქის სახეობები: ალკიდური, ალკიდურ-კარბამიდული, ასფალტის, აქროლადი, ბაკელიტის, ბიტუმოვანი, დამქრქალებული, დამცავი, ეთერცელულოზის, ემალის, ეპოქსიდური, ზეთოვანი, თერმოპლასტიკური, თერმორეაქტიული, კალიფონის, ლუქის, მოსაპირკეთებელი, მფარავი, ნიტროცელულოზური, პერქლორვინილის, პოლიაკრილური, პოლიეთერის, პოლი-ურეტანული, საავტომობილო, საგრუნტავი, სამშენებლო, სამხოლოებელი, საფითხნი, საღება-ვი, სკიპიდარის, სპირტის, ფისის, შელაქის, ცელულოზის, ფერადი და სხვ.

სარჩევი

ბაკელიტის ლაქი

ბაკელიტისაგან დამზადებული ლაქი, რომელიც ტექსტოლიტისა და ელექტროსაიზოლაციო ფურცლოვანი მასალის დასამზადებლად გამოიყენება.

ეთერცელულოზის ლაქი

ცელულოზის ეთერის ფუძეზე დამზადებული ლაქი, რომელიც შედგება ცელულოზის ნიტრატის (კილოქსილინი აზოტის შემცველობით 10-12,5%), პლასტიფიკატორის (კასტორის ზეთი, დიბუთილფთალატი), ფისისა (შარდოვანაფორმალდეჰიდის, გლიფტალის) და აქროლადი ნაწილისაგან (გამხსნელები და განმაზავებლები). გამოიყენება ავეჯის წარმოებაში.

კანიფოლის ლაქი

იგივე გარპიუსის ლაქი, ბუნებრივი ფისის საფუძველზე მიღებული ღია ყვითელი ან მოყავისფრო ფერის ლაქი. კარგად იხსნება სპირტში, აცეტონში, სკიპიდარში, ბენზოლში, ბენზინში. მიიღება წიწვოვანი ჯიშის ხის გამონადენიდან. ძირითადად ავეჯის წარმოებაში გამოიყენება.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები