უმლაუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უმლაუტი – (გერმ. Umlaut – გადახმოვანება), მეტაფონია (ბერძ. metaphoneo) ხმოვანთა რეგრესული ნაწილობრივი ასიმილაცია.

ფონეტიკურად უმლაუტი არის წინამდგომ (ძირეულ) მარცვალში ხმოვნის გაფართოება-დავიწროება მომდევნო მარცვლის ხმოვნის გავლენით. ყველაზე გავრცელებულია პალატალური გადაბგერება, როდესაც წინა რიგის დახურული ხმოვანი (განსაკუთრებით ი და ჲ) იწვევს ენის წინ გადაწევას, რის შედეგადაც ხდება რეზონატორული შევიწროება, ე. ი. a. o. u. → ā (e), ö, o. უმლაუტის სახეებია აგრეთვე ძირეული ხმოვნების ველარიზაცია და ლაბიალიზაცია სუფიქსის შესაბამისი ხმოვნის გავლენით. მაუმლაუტირებელი სუფიქსი ხშირად იკარგება და შეცვლილი ძირი იძენს გრამატიკულ ფუნქციას (შინაგანი ფლექსია). გამაფართოებელ უმლაუტს (brechung) უწოდებენ ველარულ ასიმილაციას, რადგან გაფართოებას თან ახლავს ხმოვნის უკან გადაწევა. დამავიწროებელ უმლაუტს უწოდებენ საკუთრივ უმლაუტს, ანუ პალატალურს, რადგანაც ხმოვნის არტიკულაცია შუა ენისკენ გადაიწევს. უმლაუტი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ფონეტიკური პროცესი, ისე ისტორიული გრამატიკალიზებული. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, პალატალური უმლაუტია.

ქართული სალიტერატურო ენაში უმლაუტი არა გვაქვს, გავრცელებულია დიალექტებში. პალატალური უმლაუტი გვხვდება, მაგ., იმერულში (წავიდა > წევიდა).

ქართველურ ენათაგან პალატალური უმლაუტი ფართოდ არის წარმოდგენილი სვანურში. სვანური უმლაუტის კვლევას საფუძველი ჩაუყარა ა. შანიძემ. შემდეგ ამ პრობლემაზე მუშაობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები: ვ. თოფურია, გ. დეეტერსი, ს. ჟღენტი, თ. შარაძენიძე, მ. ქალდანი, გ. მაჭავარიანი, თ. გამყრელიძე, გ. კლიმოვი, კ. ჰ. შმიდტი, ა. ონიანი, ზ. ჭუმბურიძე, ი. ჩანტლაძე…

სვანური უმლაუტის კვლევის დროს არაერთი თეორიული საკითხი დაისვა და გადაიჭრა, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სვანურისა (და საერთოდ ქართველოლოგიის), არამედ უმლაუტთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემატიკის თვალსაზრისით. შესწავლილ იქნა სვანური უმლაუტის (დიალექტებისა და კილოკავების მიხედვით) გამომწვევი მიზეზები და შედეგები, მათი მოქმედების რელატიური ქრონოლოგიის საკითხები და მრავალი სხვა.

სწორედ უმლაუტის კანონზომიერებათა გათვალისწინებით მოეფინა ნათელი აბლაუტად მიჩნეულ ბევრ აუხსნელ ხმოვანთმონაცვლეობას. დიდძალ საილუსტრაციო მასალაზე წლების განმავლობაში დაკვირვებამ აშკარად ცხადყო (მ. ქალდანი), რომ სვანურ ენაში ხმოვანთა ასიმილაციას განაპირობებს არა მხოლოდ წინა მიმართულების უმლაუტი (ა, ო, უ, AAA XAZIANI.PNG, Oo xazit.JPG û + AAA XAZIANI.PNGი > ჲ / ე > , Oo xazit.JPG, Uu xaziani.JPG, AAA XAZIANI.PNG, O rkalit.JPG, Uu xaziani.JPG, არამედ უკანა მიმართულებისაც (ე + ა > AAA XAZIANI.PNG (ბზ- უშგ.) > ა (ბქ., ლნტ.), ი + ა > ე (ბქ) > AAA XAZIANI.PNG (ბზ. უშგ.), ე + Uuuu.JPG > AAA XAZIANI.PNG (ბზ.უშგ.) > ა (ბქ., ლნტ.), ე + ო/უ > AAA XAZIANI.PNG(უშგ.) – შედარებით იშვიათად, ი + Uuuu.JPG > ე (ბქ.) > AAA XAZIANI.PNG (ბზ., უშგ.). ამ უკანასკნელში მეუმლაუტე ფონემებია უკანა რიგის ა ხმოვანი და Uuuu.JPG სონანტი, ხოლო საუმლაუტი – ე და ი (წინამავალი). შედეგების მიხედვით უკანა მიმართულების უმლაუტი გაცილებით რთულია, ვიდრე პალატალური უმლაუტი, რომელსაც მ. ქალდანის მონოგრაფიის გამოქვეყნებამდე სპეციალისტთა უმრავლესობა უმლაუტის ერთადერთ სახედ მიიჩნევდა სვანურში. ქართველოლოგიური ლინგვისტიკის ამჟამინდელი დონის შესაბამისად ირკვევა, რომ წინა მიმართულების უმლაუტი გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე უკანა მიმართულებისა. მიღებულია ძალზე მნიშვნელოვანი შედეგები სვანურ ლექსემათა ისტორიული სახის აღსადგენად:

1. თუ ბოლოკიდურ დახურულ ან ღია მარცვალში ამოსავალი ე გვაძლევს უმლაუტიან ა-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც ფუძე ბოლოვდებოდა -ა ხმოვანზე ან -Uuuu.JPG სონანტზე;

2. XIII ს. სვანური ენის ენგურის ხეობის დიალექტებში უკვე გვქონდა ორივე (ურთიერთსაპირისპირო) მიმართულების უმლაუტი.

3. სვანურში უმლაუტის სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების თვალსაზრისით ორი პერიოდი შეინიშნება: პირველი (AAA XAZIANI.PNG > ე, Oo xazit.JPG > ე, Uu xaziani.JPG > ი) მთელი სვანურისთვის უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი, ხოლო მეორე (AAA XAZIANI.PNG, Oo xazit.JPG , Uu xaziani.JPG) – მხოლოდ ზემოსვანურისა და ლენტეხურისთვის (ეს უკანასკნელი ლაშხურმა დიალექტმა არ იცის).

უმლაუტს უკავშირდება არაერთი ცვლილება სვანური ენის გრამატიკულ სტრუქტურაში. კერძოდ, სახელისა და ზმნის შინაგანი ფლექსიის მოვლენები (აბლაუტური ხმოვანთმონაცვლეობა) ან პარადიგმატულ თუ დერივაციულ ერთეულთა ახალ-ახალი მოდელები მხოლოდ უმლაუტის (როგორც ფონეტიკური პროცესის) ფონოლოგიზაციის შედეგია.

უმლაუტის ფონოლოგიზაციის პროცესი განაპირობა ფუძისეულ თუ სუფიქსისეულ ხმოვანთა რედუქციამ. ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ეს ორი მოვლენა სხვადასხვა ეპოქის კუთვნილებაა – პალატალური უმლაუტის ჩასახვა-განვითარება წინ უსწრებს ხმოვანთა რედუქციას, როგორც ფონეტიკურ პროცესს. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა სვანურ უმლაუტს ფართო გზა გაუხსნა შინაგანი ფლექსიის განვითარებისაკენ. მართალია, უმლაუტის ფონოლოგიზაციამ ტიპოლოგიური ხასიათის ცვლილებებიც განაპირობა ენაში, მაგრამ ეს ფაქტი აგლუტინაციური ტიპიდან ფლექსიურ ტიპზე ნაწილობრივი გადასვლის ფარგლებს არ გასცილებია.

ი. ჩანტლაძე


ლიტერატურა

  • შანიძე ა. უმლაუტი სვანურში. – „არილი“ (პროფ. ი. ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი
  • კრებული), ტფ. 1925;
  • თოფურია ვ. სახელთა დაბოლოების ისტორიისათვის სვანურში. – „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, 1927, ტ. 7;
  • მისივე, კვლავ უმლაუტისათვის სვანურში, – იქვე, 1928, ტ. 8;
  • მისივე, სვანური ენა, I. ზმნა, თბ., 1931;
  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949;
  • ჭუმბურიძე ზ., უმლაუტი ლენტეხურ კილოში. – „თსუ შრომები“, 1960, ტ. 93;
  • შარაშენიძე თ. ორფუძიანების ერთი ტიპის შესახებ სვანურ სახელთა ბრუნებაში. – კრ.: „ქართველურ ენათა
  • სტრუქტურის საკითხები“, II, თბ. 1961;
  • მაჭავარიანი გ. ხმოვანთა სისტემის დახასიათებისათვის სვანურში
  • (ბალზემოური დიალექტის მიხედვით) „თსუ შრომები“, 1963, ტ. 96;
  • შმიდტი კ. ქართველური ფუმე-ენის ბგერათსისტემის რეკონსტრუქციისათვის. – „თსუ სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიული კრებულია“, II–III, თბ., 1964;
  • ქალდანი მ. სვანური ენის ფონეტიკა, I უმლაუტის სისტემა სვანურში, თბ., 1969;
  • ონიანი ა. სვანური ვოკალიზმის ზოგადი საკითხი. – „იკე“, XXV, თბ., 1986.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები