ჯამი (მათემატიკა)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ჯამი''' – [[სიდიდე (მათემატიკა)|სიდიდეთა]] ([[რიცხვი (მათემატიკა)|რიცხვების]], [[ფუნქცია (მათემატიკური)|ფუნქციების]], [[ვექტორი|ვექტორების]], [[მატრიცა (მათემატიკა)|მატრიცების]] და ა. შ.) [[შეკრება (არითმეტიკა)|შეკრების]] ოპერაციის შედეგი. | + | '''ჯამი''' – [[სიდიდე (მათემატიკა)|სიდიდეთა]] ([[რიცხვი (მათემატიკა)|რიცხვების]], [[ფუნქცია (მათემატიკური)|ფუნქციების]], [[ვექტორი|ვექტორების]], [[მატრიცა (მათემატიკა)|მატრიცების]] და ა. შ.) [[შეკრება (არითმეტიკა)|შეკრების]] ოპერაციის [[შედეგი (მათემატიკური)|შედეგი]]. |
ორი a და b სიდიდეთა ჯამი ასე აღინიშნება a + b. | ორი a და b სიდიდეთა ჯამი ასე აღინიშნება a + b. |
16:06, 8 სექტემბერი 2023-ის ვერსია
ჯამი – სიდიდეთა (რიცხვების, ფუნქციების, ვექტორების, მატრიცების და ა. შ.) შეკრების ოპერაციის შედეგი.
ორი a და b სიდიდეთა ჯამი ასე აღინიშნება a + b.
n რიცხვის a1,a2,…,an ჯამისათვის გამოიყენება სიმბოლო ∑:
∑ - ის ნიშანი შემოიღო ეილერმა (1755).
ლათინური summa ითარგმნება, როგორც „მთავარი პუნქტი“, „არსი“, „შედეგი“, „ჯამი“. თავდაპირველად ჯამს უწოდებდნენ ყოველგვარ გაანგარიშების მთავარ რიცხვს. ჯერ კიდევ ლეონარდო პიზანელი წერდა: „გამრავლების ჯამი“, „გაყოფის ჯამი“. ტერმინი „მოქმედების ჯამი“ არითმეტიკული მოქმედების ნებისმიერი შედეგის აღსანიშნავად გვხვდება XVII ს-ის ბოლომდე. XV ს-დან იწყება სიტყვა „ჯამის“ თანამედროვე აზრით გამოყენება, გაჩნდა სიტყვა „შეჯამება“ (1489). ამ ტერმინთან ერთად გამოყენება სხვა სიტყვებიც: „აგრეგატი“, „ნაყოფი“, „შედეგი“.
ჯამის აღსანიშნავად ლაიბნიცი (ხოლო მის კვალდაკვალ სხვა ავტორებიც) იყენებდა ∫ ნიშანს, როგორც სახეშეცვლილ S ასოს, რომლითაც იწყება სიტყვა summa. ასო ∑ არჩეულია, როგორც S ასოს ანალოგი. ეს ნიშანი შემოიღო ეილერმა (1755). ამ სიმბოლოთი სარგებლობდა ლაგრანჟიც. შემდგომში, XVIII ს-ში მას ნაკლებად იყენებდნენ; მწკრივების ჯამის აღსანიშნავად ფართოდ იყენებდნენ S ასოს. როგორც „ჯამის“ გამოსახვა, ∑ ნიშანი კვლავ გამოჩნდა 1822 წ-ს ფურიესთან და 1829 წ-ს – იაკობთან.