შეკრება (არითმეტიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შეკრება – არითმეტიკული მოქმედება.
1. a და b რიცხვების შეკრების შედეგი არის რიცხვი, რომელსაც ეწოდება a და b რიცხვების (შესაკრებების) ჯამი და ასე აღინიშნება a+b. შეკრებისას სრულდება გადანაცვლებადობის (კომუტატორობის) კანონი: a+b = b+a და ჯუფთებადობის (ასოციაციურობის) კანონი: (a+b)+c = a+(b+c).
2. შესაკრებთა სასრული რაოდენობის ჯამის პოვნას შეკრება ეწოდება.
3. შეკრების მოქმედება განისაზღვრება აგრეთვე ნამდვილი და კომპლექსური რიცხვებისათვის, ვექტორებისათვის, მატრიცებისათვის და სხვ.