გამრავლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამრავლებაარითმეტიკული მოქმედება. ლათინური სიტყვები prodyctym, prodycere ხშირად იხმარება უკვე XIII ს-ში. გამრავლების მრავალ აღნიშვნას შორის იხმარებოდა □ მართკუთხედიც, როგორც იმის სიმბოლო, რომ მისი ფართობი მიიღება ორი განზომილების გადამრავლებით. ამასთან დაკავშირებით, თითქმის XVII ს-მდე „გამრავლების“ მაგივრად იხმარებოდა „მართკუთხედი“.

გამრავლების მოქმედების პირველი განსაზღვრა ეკუთვნით ბერძნებს. გამრავლების კომუტატიურობა დაამტკიცა ევკლიდემ. ტერმინი „მამრავლი“ ეკუთვნის ბოეციას (VI ს), „სამრავლი“ – საკრობოსკოს (XIII ს). რუსული სახელწოდება – „სამრავლი“ და „მამრავლი“ პირველად შემოიღო მაგნიცკიმ (1703).

გამრავლების დღევანდელ ნიშნებამდე ევროპულ მათემატიკაში იყენებდნენ სხვადასხვა აღნიშვნას. სხვებზე მეტად გავრცელებული იყო M- ოპერაციის სახელწოდებიდან Multiplication (გაყოფისათვის D - Division). ასე აქვს ჩაწერილი გამრავლება შტიფელს (1545), სტევინს (1585) და სხვებს. გამრავლების ნიშანი x შემოიღო ოტრედმა (1631), შესაძლოა შეკრების ნიშნის ანალოგიით. რომ არ არეოდათ ირიბი ჯვარი (x) ასო x-თან, რომლითაც ჩვეულებრივ უცნობს აღნიშნავენ, გამრავლების ნიშნის სახით წერტილი (·) პირველად გამოიყენა რეგიომონტანამ, შემდეგ – ჰარიოტიმ (1631); ეს აღნიშვნა ლაიბნიცმაც მიიღო; თუმცა საყოველთაო ხმარებაში ეს ნიშანი შევიდა რამდენიმეჯერ გამოცემული ვოლფის წიგნის – „ყველა მეცნიერების საფუძვლების“ საშუალებით (პირველად გამოიცა 1710 წელს). თანამედროვე აღნიშვნების გვერდით იყენებდნენ გამრავლების სხვა ნიშნებსაც: □ (ერიგონი 1634), * (რანი, 1659), ან ნიშანი ℶ – ძველებრაული ასო „მემ“ (ჯონსი, 1706).

გამრავლების ჩაწერა ყოველგვარი ნიშნის გარეშე უკვე გვხვდება დიოფანტესთან, აგრეთვე ინდურ „ბახშალიის ხელნაწერებში”.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები