ანალოგია (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანალოგია – (ბერძნ. analogia – შესაბამისობა, შესატყვისობა, მსგავსება) – საგნების, მოვლენების, პროცესების ან მათ ერთობლიობათა მსგავსება რაიმე თვისების, ნიშნის, დამოკიდებულების მიხედვით; ამასთანავე თვით ეს საგნები საზოგადოდ განსხვავებულნი არიან. ანალოგიით დასკვნა – ეს არის ცდა მივიღოთ ახალი ცოდნა შესასწავლ თვისებებზე, ნიშნებზე, საგნებს შორის დამოკიდებულებაზე მათი ნაწილობრივი მსგავსების ცოდნაზე დაფუძნებით.

ანალოგიას ეყრდნობა გარკვეული დასკვნები, რომელთა მეშვეობითაც ერთი საგნის ცოდნა (მოვლენა) ვრცელდება სხვა საგნებზე (მოვლენებზე), მათ შორის არსებული ანალოგიის გამო.

ანალოგია ძალიან გასაგებია და მარტივი, როგორც მსჯელობის ხერხი, მაგრამ იგი უფრო გვარწმუნებს, ვიდრე გვიმტკიცებს. ანალოგია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ანალოგიით მტკიცება შეგვიძლია მკაცრად დავამტკიცოთ.

მაგალითად, სხვადასხვა ფიზიკურ სისტემებში მიმდინარე რხევითი პროცესები ხშირად აღიწერებიან ერთი და იგივე მათემატიკური განტოლებებით, რაც საშუალებას იძლევა დავამყაროთ ანალოგია სხვადასხვა ფიზიკური ბუნების სიდიდეებს შორის. ერთ-ერთი ასეთი ანალოგია სრულად დგინდება მექანიკურ და ელექტრულ სისტემებს შორის.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები