სისტემა (მათემატიკური)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სისტემა (ბერძნ. systema – მთელი, ნაწილებისაგან შედგენილი. შეერთება) – სიმრავლე ელემენტებისა, რომელთა შორის არსებული კავშირები და მიმართულებები ქმნის ერთ მთლიანობას.

სისტემის განსაზღვრისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ცნებები: სიმრავლე, ელემენტი, კავშირი, მიმართება, სტრუქტურა, მთლიანობა. სისტემის არსებობისათვის აუცილებელია ელემენტების სიმრავლე, მაგრამ ელემენტების ნებისმიერი სიმრავლე არ წარმოადგენს სისტემას. ელემენტებს შორის უნდა იყოს ისეთი კავშირები და მიმართებები, რომლებიც ახალ მთლიანობას ქმნიან. ამ მთლიანობის თვისებები არ დაიყვანება ელემენტების ცალკეულ თვისებებზე ან მათ ჯამზე. სისტემა არის ელემენტების ორგანული კავშირი და არა უბრალო ჯამი. სისტემის ელემენტები შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის ობიექტები: ფიზიკური, ქიმიური, სოციალური, იდეალური (რიცხვები, დებულებები, თეორემები, ცნებები) და ა.შ. ამიტომ სისტემის ცნების გამოყენება სინამდვილის ნებისმიერ სფეროში შეიძლება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები