ფურიე ჟან ჟოზეფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Furie Jan Jozef.PNG

ფურიე ჟან ჟოზეფ (1768 – 1830), ფრანგი მათემატიკოსი. ჟ. ფურიეს ძირითადი შრომები შეეხება სითბოს თეორიას და კერძო წარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების თეორიას. გამოიყვანა სითბოგამტარებლობის განტოლება და მოგვცა მისი ინტეგრების მეთოდი სხვადასხვა სასაზღვრო პირობებში, რითაც საფუძველი ჩაუყარა მათემატიკურ ფიზიკას. დინამიკაში გამოიკვლია ვირტუალური მუშაობის პრინციპი. დაამუშავა ამოცანები ფუნქციის ტრიგონომეტრიული მწკრივების სახით წარმოდგენის შესახებ (ფურიეს მწკრივები). ცნობილია მის მიერ დამტკიცებული თეორემა ალგებრულ განტოლებათა ნამდვილი ფესვების რაოდენობის შესახებს, რომლებიც განლაგებულნი არიან მოცემულ ინტერვალში. დაამუშავა ალგებრული განტოლების თეორია და მოგვცა მისი რიცხვითი ამოხსნა. გამოაქვეყნა მემუარები მათემატიკურ სტატისტიკაში.

ფურიეს სახელს ატარებს მათემატიკის მრავალი თეორემა და ცნება (ფურიეს გარდაქმნები, ფურიეს ინტეგრალი, ფურიეს მწკრივი).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები