განტოლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 24: ხაზი 24:
 
*[[სისტემა განტოლებების]]  
 
*[[სისტემა განტოლებების]]  
 
*[[განტოლების რიცხვითი ამოხსნა]]  
 
*[[განტოლების რიცხვითი ამოხსნა]]  
 +
*[[განუსაზღვრელი განტოლება]]
 
*საუკუნის განტოლება → [[მახასიათებელი განტოლება]]  
 
*საუკუნის განტოლება → [[მახასიათებელი განტოლება]]  
  

13:32, 29 ნოემბერი 2023-ის ვერსია

განტოლება – განტოლება ეწოდება ერთი ან რამდენიმე უცნობი ცვლადის შემცველ ტოლობას. უფრო ზოგადად განტოლება არის არგუმენტთა იმ მნიშვნელობების მოძებნის ამოცანის ანალიზური ჩაწერა, რომელთათვისაც ორი მოცემული ფუნქციის მნიშვნელობანი ტოლია.

არგუმენტებს, რომლებზეც დამოკიდებულია ეს ფუნქციები, უცნობები ეწოდებათ, ხოლო უცნობების მნიშვნელობებს, რომელთათვისაც ფუნქციების მნიშვნელობანი ტოლია – ამონახსნები (ფესვები). უცნობების ამ მნიშვნელობების შესახებ ამბობენ, რომ ისინი მოცემულ განტოლებას აკმაყოფილებენ.

განტოლებათა ერთობლიობას, რომელთათვისაც მოსაძებნია უცნობების მნიშვნელობები, რომლებიც ერთდროულად დააკმაყოფილებენ ყველა ამ განტოლებას, განტოლებათა სისტემა ეწოდება; ხოლო უცნობების მნიშვნელობებს, რომლებიც ერთდროულად დააკმაყოფილებენ სისტემის ყველა განტოლებას – სისტემის ამონახსნები ეწოდება.


იხილე აგრეთვე

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები