ირაციონალური განტოლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირაციონალური განტოლებაგანტოლება, რომელიც ცვლადს (უცნობს) შეიცავს რადიკალის ნიშნის ქვეშ. მაგალითად, Irac001.png

ირაციონალურ განტოლებას შეიძლება ჰქონდეს ამონახსნების სასრული რიცხვი, შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ამონახსნი, ან ჰქონდეს ამონახსნების უსასრულო რაოდენობა. ირაციონალური განტოლებაში შემავალი ყველა რადიკალი (ფესვი) განიხილება, როგორც არითმეტიკული, ხოლო ყველა ამონახსნი – ნამდვილ რიცხვთა სიმრავლიდან. ირაციონალური განტოლების ამოხსნისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს, რომ არ დაირღვეს განტოლებათა ტოლფასობის პირობა, არ გაჩნდეს დამატებითი (გარეშე) ფესვები, ან არ დაიკარგოს ფესვები.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები