პირობა (მათემატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პირობა
1. აუცილებელი პირობა – პირობა, რომლის არ შესრულებისას მოცემული მტკიცებულება არ შეიძლება სწორი იყოს.
2. საკმარისი პირობა – პირობა, რომლის შესრულებისას მოცემული მტკიცებულება უეჭველად სწორია.
3. აუცილებელი და საკმარისი პირობა – პირობა, რომლის შესრულებისას მოცემული მტკიცებულება სწორია, ხოლო არ შესრულებისას – არასწორია.
ჩანაწერი A ⇔ B ნიშნავს, რომ ყოველი პირობა A და B-დან აუცილებელია და საკმარისი მეორისთვისაც.