ანალიზი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანალიზი – (ბერძნ. analysis – დანაწევრება, დაშლა, გარჩევა) – საგნის აზრობრივი დაშლა შემადგენელ ნაწილებად. ანალიზი სინამდვილის კვლევის მეთოდია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ განსახილველი საგანი აზრობრივად ან პრაქტიკულად დანაწევრდება შემადგენელ ნაწილებად (ნიშანი, თვისება, დამოკიდებულება). თითოეული ეს ნაწილი შეისწავლება ცალკე, რათა ანალიზის პროცესში გამოყოფილი ნაწილები სხვა ლოგიკური ხერხის – სინთეზის დახმარებით შეერთდეს ერთ მთელად, რომელიც გამდიდრებულია ახალი ცოდნით. ის საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ მოვლენის სტრუქტურას, საგნის ცალკეულ მომენტთა თავისებურებას, მათი ურთიერთდამოკიდებულების ხასიათს, მთელის კავშირს შემადგენელ ნაწილებთან; ამზადებს იმის პირობებს, რომ მივაგნოთ საგნის არსებას, კანონს, ერთეულიდან გადავიდეთ ზოგადზე, წარმოდგენებიდან – ცნებებზე.

თავდაპირველად ანალიზი წარმოადგენდა მოცემული ერთეულიდან უფრო დაბალზე გადასვლას. მაგალითად, წილადების მიყვანა საერთო მნიშვნელზე წარმოადგენს ანალიზს თითოეული წილადის მიმართ. ძველი საბერძნეთის ისტორიკოსები ანალიზის მეთოდის შექმნას პლატონს მიაწერდნენ. ევკლიდეს „საწყისებში“ უკვე გვხვდება სიტყვები „ანალიზი“ და „სინთეზი“, მაგრამ შესაძლოა ისინი გადმოღებულია ევდოქსისგან. ახალ მათემატიკაში ტერმინი დაჟინებით შემოყავდა ვიეტას (1591).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები