ევდოქსი კნიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევდოქსი კნიდელი (ძვ. წ. ≈ 408 – ≈ 355), ძველი საბერძნეთის მათემატიკოსი და ასტრონომი; დააფუძნა „მათემატიკური ანალიზის“ საფუძვლები – შექმნა ერთგვაროვანი სიდიდეების შეფარდებათა ზოგადი თეორია; ფართობებისა და მოცულობების განსასაზღვრავად შეიმუშავა ამოწურვის მეთოდი (ზღვართა თეორიის ელემენტები); მან პირველმა დაამტკიცა, რომ კონუსი ტოლდიდია 1/3 ცილინდრისა, რომლის ფუძე და სიმაღლე შესაბამისად ემთხვევა კონუსის ფუძესა და სიმაღლეს; შეეცადა აეხსნა პლანეტების მოძრაობა; საფუძველი ჩაუყარა სფერულ გეომეტრიას.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები