თეიმურაზ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''თეიმურაზ II''' - (1700–62), კახეთის მეფე 1709–15 წლებში, გამგებელი 1733–44 წლებში, [[ქართლი|ქართლის]] მეფე 1744–62 წლებში. მოქნილი დიპლომატიით შეძლო ქართლის და კახეთის შემომტკიცება, კახეთში თავისი ვაჟი [[ერეკლე II]] გაამეფა, თვითონ კი ქართლი დაიჭირა და ამ გზით ქართლ-კახეთის გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი.  
+
'''თეიმურაზ II''' - ქართლის მეფე 1744-1762 წლებში. [[ერეკლე I]] ნაზარალი-ხანის ძე, კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის მაჰმად-ყული ხანის ძმა.
  
ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ (1747) [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]] დაწყებულ [[ომი|ომებში]] თეიმურაზ II და ერეკლე II მეტწილად გამარჯვებულები გამოდიოდნენ, რისი შედეგიც იყო ქართლ-კახეთის პოლიტიკური გავლენის გავრცელება განჯის, ერევნისა და ნახჭევანის სახანოებზე (დროებით).  
+
იგი იყო კახეთის გამგებელი 1709-1715 წლებში, ხოლო მეფე - 1733-1744 წლებში. თეიმურაზი ძმასთან - კონსტანტინე II-სთან ერთად აქტიურად იბრძოდა აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში გაბატონებული ოსმალების წინააღმდეგ. მან მაღაროსთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალო ფაშა, რითაც დიდი სამსახური გაუწია ირანი ხელისუფლებას ქართლ-კახეთიდან ოსმალოთა განდევნის საქმეში. მიუხედავად ამისა, შაჰ-თამაზის სარდალი ნადირ-ხანი მას ეჭვის თვალით უყურებდა და რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. 1737 წელს, მას შემდეგ, რაც ნადირი ირანის შაჰი გახდა. მან თეიმურაზი გაათავისუფლა, სამმართველოდ კახეთი დაუბრუნა და სამშობლოში გამოისტუმრა.
  
საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ II რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო. 1760 წელს იგი დახმარების სათხოვნელად გაემგზავრა რუსეთში, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და პეტერბურგში გარდაიცვალა.  
+
თეიმურაზმა, თავისი ძე ერეკლესთან ერთად, დაამარცხა ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებული გივი ამილახვარი, აგრეთვე, ლეკ-ოსმალთა გაერთიანებული [[ლაშქარი]]. [[ნადირ-შაჰი]]სადმი მოჩვენებითი ერთგულებით იგი შეეცადა ქართლ-კახეთში ქართველობა აღედგინა, რამაც შედეგი გამოიღო. 1744 წელს ნადირმა თეიმურაზი ქართლის, ხოლო მისი ძე ერეკლე - კახეთის მეფედ ცნო [[ქრისტიანობა|ქრისტიანობით]].
  
თეიმურაზ II ცნობილია, როგორც პოეტი და მთარგმნელი. მისი თხზულებებიდან განსაკუთრებით
+
თეიმურაზ II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალი შესდგა 1744 წლის 1 ოქტომბერს [[სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი|სვეტიცხოვლის ტაძარში]], ძველი ქართული ქრისტიანული წესით. ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან საუკუნეზე მეტი იყო გასული, რაც ქართლსა და კახეთში ქრისტიან მეფეს არ ემეფა. ამასთან შაჰმა თეიმურაზს დაუბრუნა XVII საუკუნეში [[შაჰ-აბას I]]-ის მიერ მიტაცებული მხარეები: ლორე, ბორჩალო, ბაიდარი.
აღსანიშნავია პოემა „დღისა და ღამის გაბაასება“, ანუ „სარკე თქმულთა“, რომელშიც ავტორი გვიხატავს [[საქართველო|საქართველოს]] ყოფაცხოვრების ამსახველ სურათებს; მათ შორისაა ცნობები ქართული სამხედრო ორგანიზაციისა და სამხედრო ხელოვნების შესახებ, რაც თხზულებას მნიშვნელოვან სამხედრო-საისტორიო
+
წყაროდ აქცევს.
+
  
 +
გამეფებისთანავე მამა-შვილმა დაიწყო [[ბრძოლა]] [[ამიერკავკასია]]ში გაბატონების მსურველი ხანების წინააღმდეგ და მალე ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანები მოხარკედ გაიხადეს.
 +
 +
1747-1749 წლებში თეიმურაზ II ირანის შაჰის კარზე იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნებულმა თან ჩამოიტანა შაჰის ბრძანება იმის შესახებ, რომ ყაზახ-ბორჩალო ქართლ-კახეთის სამეფოს კუთვნილება იყო, რითაც [[სახელმწიფო ტერიტორია|სახელმწიფო ტერიტორიული]] ფარგლები კიდევ უფრო გაფართოვდა.
 +
 +
1751-1752 წლებში მამა-შვილმა დაამარცხეს თავრიზის მფლობელი აზატ-ხანი. შაქი-შირვანის ხანი აჯი-ჩალაბი და ამით ქართლისა და კახეთის სამეფოები მთელ ამიერკავკასიაში პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვეს.
 +
 +
XVIII საუკუნის 50-იან წლებში თეიმურაზ II- თავისი ძე [[ერეკლე II]]-სთან ერთად შეუტია ქვეყანაში მომძლავრებულ ე.წ. „[[ლეკიანობა]]ს“. განსაკუთრებით დიდი ბრძოლები გაიმართა [[მჭადიჯვარი|მჭადიჯვრისა]] (1754) და ყვარლის (1755) ციხეებთან, სადაც [[ქართველები|ქართველებმა]] დაამარცხეს ლეკთა დიდი ლაშქარი ხუნძახის (ავარიი) მფლობელის ნურსალ-ბეგის მეთაურობით, რის შედეგადაც შესუსტდა დაღესტნელ ფეოდალთა განუწყვეტელი შემოსევები.
 +
 +
1760 წლის აპრილში თეიმურაზ II [[რუსეთი|რუსეთს]] გაემგზავრა. იგი მოითხოვდა დახმარებას [[ჯარი]]თ ან მის დასაქირავებლად საჭირო [[ფული|ფულს]] [[სესხი]]ს სახით, რისი მეშვეობითაც რუსეთის მთავრობას ირანში ლაშქრობასა და იქ რუსეთისათვის სასურველი შაჰის დასმას ჰპირდებოდა. მაგრამ მაშინ რუსეთს საქართველოსათვის არ ეცალა, რადგან [[პრუსია]]სთან [[შვიდწლიანი ომი 1756–63|შვიდწლიან ომში]] (1757-1764) იყო ჩაბმული.
 +
 +
დახმარების მოლოდინში, 1762 წლის 8 იანვარს თეიმურაზ II პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი ამალის წევრებმა იგი წამოასვენეს და დაკრძალეს ასტრახანის მიძინების ტაძარში, [[ვახტანგ VI]]-ის გვერდით.
 +
 +
==== შემოქმედება ====
 +
თეიმურაზ II ცნობილია, როგორც პოეტი და მთარგმნელი. თეიმურაზ II ე. წ. „აღორძინების ხანის” ქართული მწერლობის წარმომადგენელია. მისი თხზულებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა „დღისა და ღამის გაბაასება“, ანუ „სარკე თქმულთა“, რომელშიც ავტორი გვიხატავს საქართველოს ყოფაცხოვრების ამსახველ სურათებს; მათ შორისაა ცნობები ქართული [[სამხედრო ორგანიზაცია|სამხედრო ორგანიზაციისა]] და [[სამხედრო ხელოვნება|სამხედრო ხელოვნების]] შესახებ, რაც თხზულებას მნიშვნელოვან სამხედრო-საისტორიო წყაროდ აქცევს.
 +
 +
ისტორიული რეალიებია გადმოცემული თეიმურაზ II-ის ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსში „თავგადასავალი”. მისი ლირიული ლექსების უმრავლესობაში გამოხატულია ქრისტიანული [[რელიგია|რელიგიური]] განწყობილება. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია „გაბაასება რუსთველთან” და სხვა. თეიმურაზ II-ს ეკუთვნის იმხანად პოპულარულ თემაზე დაწერილი „[[ხილთა ქება]]”, თავშესაქცევი და ფორმალისტური ხასიათის [[ანბანთქება|ანბანთქებები]], [[კიდურწერილობა]] და ა. შ. მან სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული „[[თიმსარიანი]]”. დაკრძალულია ასტრახანში.
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[საქართველოს მეფეები]]
 +
* [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
[[კატეგორია:ქართლ-კახეთის მეფეები]]
+
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
 +
[[კატეგორია:კახეთის მეფეები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 +
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]

მიმდინარე ცვლილება 18:36, 27 ივნისი 2024 მდგომარეობით

თეიმურაზ II - ქართლის მეფე 1744-1762 წლებში. ერეკლე I ნაზარალი-ხანის ძე, კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის მაჰმად-ყული ხანის ძმა.

იგი იყო კახეთის გამგებელი 1709-1715 წლებში, ხოლო მეფე - 1733-1744 წლებში. თეიმურაზი ძმასთან - კონსტანტინე II-სთან ერთად აქტიურად იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონებული ოსმალების წინააღმდეგ. მან მაღაროსთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალო ფაშა, რითაც დიდი სამსახური გაუწია ირანი ხელისუფლებას ქართლ-კახეთიდან ოსმალოთა განდევნის საქმეში. მიუხედავად ამისა, შაჰ-თამაზის სარდალი ნადირ-ხანი მას ეჭვის თვალით უყურებდა და რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. 1737 წელს, მას შემდეგ, რაც ნადირი ირანის შაჰი გახდა. მან თეიმურაზი გაათავისუფლა, სამმართველოდ კახეთი დაუბრუნა და სამშობლოში გამოისტუმრა.

თეიმურაზმა, თავისი ძე ერეკლესთან ერთად, დაამარცხა ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებული გივი ამილახვარი, აგრეთვე, ლეკ-ოსმალთა გაერთიანებული ლაშქარი. ნადირ-შაჰისადმი მოჩვენებითი ერთგულებით იგი შეეცადა ქართლ-კახეთში ქართველობა აღედგინა, რამაც შედეგი გამოიღო. 1744 წელს ნადირმა თეიმურაზი ქართლის, ხოლო მისი ძე ერეკლე - კახეთის მეფედ ცნო ქრისტიანობით.

თეიმურაზ II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალი შესდგა 1744 წლის 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში, ძველი ქართული ქრისტიანული წესით. ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან საუკუნეზე მეტი იყო გასული, რაც ქართლსა და კახეთში ქრისტიან მეფეს არ ემეფა. ამასთან შაჰმა თეიმურაზს დაუბრუნა XVII საუკუნეში შაჰ-აბას I-ის მიერ მიტაცებული მხარეები: ლორე, ბორჩალო, ბაიდარი.

გამეფებისთანავე მამა-შვილმა დაიწყო ბრძოლა ამიერკავკასიაში გაბატონების მსურველი ხანების წინააღმდეგ და მალე ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანები მოხარკედ გაიხადეს.

1747-1749 წლებში თეიმურაზ II ირანის შაჰის კარზე იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნებულმა თან ჩამოიტანა შაჰის ბრძანება იმის შესახებ, რომ ყაზახ-ბორჩალო ქართლ-კახეთის სამეფოს კუთვნილება იყო, რითაც სახელმწიფო ტერიტორიული ფარგლები კიდევ უფრო გაფართოვდა.

1751-1752 წლებში მამა-შვილმა დაამარცხეს თავრიზის მფლობელი აზატ-ხანი. შაქი-შირვანის ხანი აჯი-ჩალაბი და ამით ქართლისა და კახეთის სამეფოები მთელ ამიერკავკასიაში პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვეს.

XVIII საუკუნის 50-იან წლებში თეიმურაზ II- თავისი ძე ერეკლე II-სთან ერთად შეუტია ქვეყანაში მომძლავრებულ ე.წ. „ლეკიანობას“. განსაკუთრებით დიდი ბრძოლები გაიმართა მჭადიჯვრისა (1754) და ყვარლის (1755) ციხეებთან, სადაც ქართველებმა დაამარცხეს ლეკთა დიდი ლაშქარი ხუნძახის (ავარიი) მფლობელის ნურსალ-ბეგის მეთაურობით, რის შედეგადაც შესუსტდა დაღესტნელ ფეოდალთა განუწყვეტელი შემოსევები.

1760 წლის აპრილში თეიმურაზ II რუსეთს გაემგზავრა. იგი მოითხოვდა დახმარებას ჯარით ან მის დასაქირავებლად საჭირო ფულს სესხის სახით, რისი მეშვეობითაც რუსეთის მთავრობას ირანში ლაშქრობასა და იქ რუსეთისათვის სასურველი შაჰის დასმას ჰპირდებოდა. მაგრამ მაშინ რუსეთს საქართველოსათვის არ ეცალა, რადგან პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1757-1764) იყო ჩაბმული.

დახმარების მოლოდინში, 1762 წლის 8 იანვარს თეიმურაზ II პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი ამალის წევრებმა იგი წამოასვენეს და დაკრძალეს ასტრახანის მიძინების ტაძარში, ვახტანგ VI-ის გვერდით.

[რედაქტირება] შემოქმედება

თეიმურაზ II ცნობილია, როგორც პოეტი და მთარგმნელი. თეიმურაზ II ე. წ. „აღორძინების ხანის” ქართული მწერლობის წარმომადგენელია. მისი თხზულებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა „დღისა და ღამის გაბაასება“, ანუ „სარკე თქმულთა“, რომელშიც ავტორი გვიხატავს საქართველოს ყოფაცხოვრების ამსახველ სურათებს; მათ შორისაა ცნობები ქართული სამხედრო ორგანიზაციისა და სამხედრო ხელოვნების შესახებ, რაც თხზულებას მნიშვნელოვან სამხედრო-საისტორიო წყაროდ აქცევს.

ისტორიული რეალიებია გადმოცემული თეიმურაზ II-ის ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსში „თავგადასავალი”. მისი ლირიული ლექსების უმრავლესობაში გამოხატულია ქრისტიანული რელიგიური განწყობილება. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია „გაბაასება რუსთველთან” და სხვა. თეიმურაზ II-ს ეკუთვნის იმხანად პოპულარულ თემაზე დაწერილი „ხილთა ქება”, თავშესაქცევი და ფორმალისტური ხასიათის ანბანთქებები, კიდურწერილობა და ა. შ. მან სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული „თიმსარიანი”. დაკრძალულია ასტრახანში.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები