ფული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფული - (money) - აქტივების ერთობლიობა, გამოყენებული გარიგებათა დასადებად; აბსოლუტურად ლიკვიდური სახსარი, საყოველთაო ეკვივალენტი, რომელზედაც ხდება ყველა სხვა საქონლის გაცვლა;

ფული 1 - (M1) (narrow money) - „ფული ვიწრო გაგებით“ - ფულადი აგრეგატი, რომელშიც შედის მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული პლუს ანაბრები მოკითხვამდე, საგზაო ჩეკები და სხვა ანგარიშები; ფულის ის ერთობლივი რაოდენობა, რომელიც გამოიყენება მიმოქცევის საშუალებად და მომსახურებას უწევს მიმდინარე საგადასახდელო ბრუნვას.

ფული 2 - (M2) (money 2) - ფულადი აგრეგატი, რომელშიც შედის M1 პლუს წვრილი ვადიანი ანაბრები (არასაჩეკო შემნახველი და მოკლევადიანი დეპოზიტები).

ფული 3 - (M3) (broad money) - „ფული ფართო გაგებით“ - ფულადი აგრეგატი, რომელშიც შედის M2 plus გრძელვადიანი ანაბრები, აგრეთვე ლიკვიდური ფასიანი ქაღალდები (ობლიგაციები, სერტიფიკატები, სახაზინო ვალდებულებები) და საბიუჯეტო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშებზე არსებული თანხა, ბიუჯეტის (სახელმწიფო და ადგილობრივი) სახსრები, კაპიტალდაბანდებათა დაფინანსებისათვის გამოყოფილი სახსრები.

ფული 4 - (M4) (money 4) - ერთობლივ ფულად მასას - M3-ს პლუს ბანკებში შენახული არაფულადი ლიკვიდური სახსრები.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები