აქტივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქტივი - (asset) [<ლათ. activus, ქმედითი, აქტიური]

  1. ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტების ნებისმიერი ქონება ნაღდი ფული ანუ მიმოქცევაში გაშვებული ქაღალდისა და ლითონის ფულის ერთობლიობა, მანქანა-დანადგარები, შენობა-ნაგებობები, საბანკო ანაბრები, პატენტი, ინვესტიციები, ფასიანი ქაღალდები და სხვ., დასავლეთის პრაქტიკაში აგრეთვე საქმიანი რეპუტაცია; იყოფა რეალურ და ფინანსურ აქტივებად. რეალური აქტივი წარმოებაში დაბანდებული მატერიალური რესურსებია, ხოლო ფინანსურ აქტივებს მიეკუთვნება ფული, ობლიგაციები და აქციები.
  2. სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი შემოსავლების სიჭარბე საზღვარგარეთ გაწეულ ხარჯებთან შედარებით (მაგ., საქონლის გატანის შედეგად);
  3. საბუღალტრო ბალანსის ერთ-ერთი მხარე, სადაც მოცემულია სამეურნეო საშუალებების დასახელება, ხოლო მეორე მხარეს - პასივში ჩამოთვლილია სამეურნეო საშუალებების წყაროები.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები