ხილთა ქება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხილთა ქებაგაბაასების ჟანრის პოეტური ნაწარმოები. მისი ყველაზე ადრინდელი და სრული ნიმუში პ. უმიკაშვილის კრებულში არის მოთავსებული. იგი რამდენიმე ნაწყვეტისაგან შედგება და მე-19 ს. 70-იანი წლების საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია ჩაწერილი. გვხვდება უფრო გვიანდელი ჩანაწერები. აღსანიშნავია თ. რაზიკაშვილის მიერ ფიქსირებული ტექსტები. ამ ჩანაწერების მიხედვით ხილთა გასაუბრებაში მონაწილეობენ: მარწყვი, ბალი, ალუბალი, შინდი, გოგრა, კომში და სხვ. იქვე ხალხის მიერ გაბაასებაში ჩართულია პური, ღვინო, არაყი, მჭადი და ლობიო. გაბაასებაში პერსონაჟები თვითდახასიათების ხერხით აღნიშნავენ თავიანთ დადებით თვისებებს და ურთიერთდამოკიდებულებას, ალა-ალაგ ცდილობენ ერთმანეთის დაცინვა-გაქილიკებასაც.

ბალმა უთხრა: „ამხანაგო, თქვენ ვერ იტყვით ჩემსა ძვირსა,
ხესა თეთრად ავაყვავებ, დავიმშვენებ ჩემსა ძირსა,
შაქრის მსგავხად გადვიქცევი, რაკი ჩამიდებენ პირსა“.

გვხვდება ხილთა ქების ლიტერატურული ნიმუშები (თეიმურაზ II და სხე.). ლიტერატურულ და ხალხურ ტექსტებს შორის არსებითი ხასიათის მსგავსება შეინიშნება.

გ. შეთეკაური


ლიტერატურა

  • პ. უმიკაშვილი, ხალხური სიტყვიერება, I, მ. ჩიქოვანის რედ., თბ., 1964, გვ. 269-271;
  • ხალხური სიტყვიერება, I, ე. თაყაიშვილის რედ, ტფ., 1916, გვ. 346-347; 358;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956, გვ. 342-350.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები