პერსონაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პერსონაჟი – (ფრანგ. personnage > ლათ. persona - პიროვნება), ეპიკური, დრამატული და ლირიკულ-ეპიკური ჟანრის თხზულებათა მოქმედი პირი; გარდა ადამიანისა ფოლკლორში პერსონაჟი შეიძლება იყოს ბუნების საგნებიც და მოვლენებიც, ფრინველებიცა და ცხოველებიც, თუ ისინი მოქმედ პირთა სახით გვევლინებიან.
პერსონაჟი, ისე როგორც სიუჟეტი, დამახასიათებელია მხოლოდ ეპიკური, დრამატული და ლირო-ეპიკური ჟანრებისათვის. ლირიკაში პერსონაჟი იშვიათად ჩანს. აქედან გამომდინარე, გვაქვს მითოლოგიური პერსონაჟი (მაგ. ხოგაის მინდია) ჯადოსნური პერსონაჟი: (კუდიანი დედაბერი), საყოფაცხოვრებო პერსონაჟი (ქოსატყუილა).
ჯ. ბარდაველიძე