აბას I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შაჰ-აბას I-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბას I - შაჰ-აბას დიდად წოდებული (1571–1629), ირანის შაჰი (1587–1629) სეფიანთა დინასტიიდან. მის დროს სეფიანთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია.

აბას I განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას, რისთვისაც საფუძვლიანი რეფორმები გაატარა. კერძოდ, აბას I-ის სამხედრო რეფორმამ შეამცირა მომთაბარე ტომებისაგან შედგენილი ლაშქარი და გაზარდა რეგულარული ჯარის მნიშვნელობა (ქვეითი მეთოფეები, ცხენოსანი ღულამები, არტილერია). თავის არმიასა და სახელმწიფო აპარატში აბას I ფართოდ იზიდავდა კავკსიელებს. მაგალითად, ღულამთა გვარდია (10 ათ. მხედარი) ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა. მთლიანად შაჰ აბასის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა დაახლოებით 120 ათ. მეომარი (45 ათ. – მუდმივ ჯარში და 75 ათ. – ფეოდალურ ლაშქარში).

აბას I დამპყრობლურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა და მნიშვნელოვნად გააფართოვა სეფიანთა სახელმწიფოს საზღვრები. სასტიკად ახშობდა დაპყრობილი ხალხების განმათავისუფლებელ მოძრაობებს (გილანში, შირვანში, საქართველოში).

ქართლ-კახეთში აბას I-მა 1614–17 სამჯერ ილაშქრა (აბას I-ის ლაშქრობები საქართველოში), ხოლო 1625 წელს აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ თავისი მხედართმთავრები გამოგზავნა (მარტყოფის ბრძოლა, მარაბდის ბრძოლა, ქსნის ბრძოლა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები