ლაშქარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლაშქარი
1. სამხედრო (გასამხედროებული) ფორმირებები, რომლებიც იქმნებოდა იმ მოქალაქეებისგან (უპირატესად მოხალისეებისგან), რომლებიც, როგორც წესი, სამხედრო სამსახურში მობილიზაციით გაწვევას არ ექვემდებარებოდნენ; სახელმწიფოს სამხედრო დაცვაში ხალხის მასების მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმა. გამოიყენებოდა უძველესი დროიდან. ფეოდალიზმის დროს მასობრივი სახალხო ლაშქარი იყო ჯარის ძირითადი კომპონენტი, რომლის ბირთვსაც შეადგენდა სამთავროს (სამეფოს, საფაშოს) რაზმი.
2. სამხედრო ვალდებულების კატეგორია, რომლებსაც ომის დროს მობილიზაციით იწვევდნენ დამხმარე ამოცანების შესასრულებლად.