პრუსია
პრუსია – სახელმწიფო, შემდეგ მხარე გერმანიაში (1945 წლამდე).
პრუსიის ისტორიული ბირთვი იყო ბრანდენბურგი, რომელიც 1618 წელს გაერთიანდა პრუსიის საჰერცოგოსთან.
ბრანდენბურგ-პრუსიის სახელმწიფომ 1701 წელს მიიღო სამეფოს სტატუსი (დედაქალაქი – ბერლინი).
პრუსიის მეფეებმა ჰოენცოლერნების დინასტიიდან (ფრიდრიხ II და სხვა) XVIII-XIX საუკუნეების I ნახევარში მნიშვნელოვნად გააფართოვეს სახელმწიფოს ფარგლები.
1871 წელს პრუსიამ ბისმარკის ხელმძღვანელობით „რკინითა და სისხლით“ დაასრულა გერმანიის გაერთიანება; პრუსიის მეფე გერმანიის იმპერატორი გახდა.
1918 წლის ნოემბრის რევოლუციის შედეგად, რაც პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებას მოჰყვა, პრუსიის მონარქია გაუქმდა და გერმანიის ერთ-ერთი მხარე გახდა.
II მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ პრუსია ცალკეულ ნაწილებად დაიყო (1945). 1947 წელს საკონტროლო საბჭომ გერმანიაში მიიღო კანონი პრუსიის სახელმწიფოს ლიკვიდაციის შესახებ.