შონბერგი არნოლდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

არნოლდ შონბერგი – (1874-1951), მსოფლიო მუსიკალური ხელოენების უდიდეს კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი, პედაგოგი და ფერმწერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა 1874 წლის I3 სექტემბერს. მან ბავშვობიდან დაიწყო ვიოლინოზე და ჩელოზე დაკვრის სწავლა. თეორიაში და კომპოზიციაში არ მიუღია პროფესიული განათლება, თუმცა კონსულტაციისთვის სხვადასხვა მუსიკოსებს მიმართავდა. 18 წლის ასაკში შონბერგმა გაიცნო დირიჟორი და კომპოზიტორი ალექსანდრ ცემლინსკი, რომელიც დაეხმარა მას საკომპოზიტორო ტექნიკის დაუფლებაში.

1895 წლიდან, ბანკში ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, შონბერგი მთელ თავის დროს მხოლოდ მუსიკას უთმობს. 1925 წლამდე იგი ცხოვრობდა ვენაში, სადაც ჩამოყალიბდა როგორც კომპოზიტორი და შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა სიმებიანი სექსტეტი „გასხიმოსნებული ღამე“ op.4, სიმფონიური პოემა „პელეასი და მელიზანდა“ op.5, კანტატა „გურეს სიმღერები“ op-ის გარეშე, პირველი სიმებიანი კვარტეტი op.7, კამერული სიმფონია op.9, „თხუთმეტი ლექსი შტეფან გეორგეს დაკიდებული ბაღების წიგნიდან“ op.. 15, მონოდრამა მოლოდინი op. 17, ბედნიერი ხელი op. 18. ამავე წლებში დაიწყო კომპოზიტორის ლიტერატურული, მუსიკალურთეორიული და მუსიკალურ-პედაგოგიური მოღვაწეობა; შეიქმნა ფუნდამენტური ნაშრომი მოძღვრება ჰარმონიაზე (Harmonielehre), 1911 წ.

1926 წელს შონბერგი საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში, სადაც ფერუჩო ბუზონის გარდაცვალების შემდეგ პრუსიის ხელოვნების აკადემიის კომპოზიციის კლასის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. აქ მან განაგრძო ინტენსიური პედაგოგიური მოღვაწეობა. ბერლინში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დოდეკაფონური სისტემის ძირითადი პრინციპები, რომელზე მუშაობაც შონბერგმა ჯერ კიდევ ვენაში დაიწყო. 10-იან წლებში მსგავსი ტიპის საკომპოზიტორო ტექნიკაზე მუშაობდნენ, ასევე, ი. მ. ჰაუერი, ე. გოლიშოვი, მაგრამ პრაქტიკული გამოყენება და ფართო გავრცელება საკომპოზიტორო შემოქმედებაში სწორედ შონბერგის „12, მხოლოდ ერთმანეთთან დაკავშირებული ტონით კომპოზიციის მეთოდმა“ (ავტორისეული განმარტება) ჰპოვა.

პირველი ნაწარმოებები, რომლებშიც შონბერგმა თანმიმდევრულად გამოიყენა დოდეკაფონური ტექნიკა, ჯერ კიდევ ვენაში დაიწერა (საფოოტეპიანო პიესები op.23, სერენადა op. 24, საფორტეპიანო სიუიტა op. 25, სასულე კვინტეტი op. 26). მაგრამ მხოლოდ ბერლინის პერიოდში ხდება ახალი მეთოდი შონბერგის საკომპოზიტორო პრაქტიკის ერთადერთი ამოსავალი პუნქტი, კერძოდ, სიმებიან პვარტეტში op. 30, საორკესტრო ვარიაციებში op.31, ოპერაში „დღეიდან ხვალამდე“ (Von heute auf morgen) op. 32. აქვე მუშაობდა კომპოზიტორი ორატორიაზე „იაკობის კიბე“ და ოპერაზე „მოსე და არონი“. ბიბლიურ სიუჟეტზე დაწერილი ორივე ეს ნაწარმოები დაუმთავრებელი დარჩა.

1933 წელს, გერმანიაში სახელმწიფოს სათავეში ნაცისტური რეჟიმის მოსელის შემდეგ, შონბერგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და აშშ-ში წასულიყო ემიგრაციაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა (გარდაიცვალა 1951 წლის 13 ივლისს). აქ იგი აგრძელებდა მუშაობას ჯერ კიდევ ევროპაში დაწყებულ ნაწარმოებებზე: „იაკობის კიბე“ და „მოსე და არონი“, აქეე ქმნის სავიოლინო კონცერსს op. 27, მეოთხე სიმებიან კვარტეტს op. 37, მეორე კამერულ სიმფონიას op. 38, ოდა ნაპოლეონს op. 41 (ჯ.გ. ბაირონის მიხედვით), საფორტეპიანო პონცერტს op. 42, სიმებიან ტრიოს op. 45, კანტატას „გადარჩენილი ვარშავიდან“ op. 46 (საკუთარ ტექსტზე) და სხვ.

აშშ-ში, ისევე როგორც ავსტრიაში და გერმანიაში, შონბერგი აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას, წერს კომპოზიციის საკითხებისადმი მიძღვნილ სტატიებს, რომლებიც შემდგომ გააერთიანა კრებულში სტილი და აზრი (STIL UND GEDANKE). შონბერგის საკომპოზიტორო მოღვაწეობა შერწვმულია საკუთარი პრაქტიკის თეორიულ განმარტებასთან.

შემოქმედება

ტონალური პერიოდი
არნოლდ შონბერგი, ავტოპორტრეტი

შემოქმედებითი გზის დასაწყისში, პირველ, ე. წ. ტონალურ პერიოდში, არნოლდ შონბერგი გვევლინება XIX საუკუნის ავსტრიულ-გერმანული მუსიკის ტრადიციების გამგრძელებლად, კერძოდ რ. ვაგნერის და გ. მალერის – მუსიკალური ენის სფეროში და ი. ბრამსის – ფორმის კლასიკური გააზრების თვალსაზრისით. მის ისეთ ნაწარმოებებში, როგორიცაა სიმებიანი სექსტეტი „გასხივოსნებული ღამე“, სიმფონიური პოემა „პელეასი და მელიზანდა“, კანტატა „გურეს სიმღერები“ და სხვა, მკაფიოდ ჩანს ამ კომპოზიტორთა სტილის ზეგავლენა.

შონბერგის ძიებები ახალი მუსიკალური ენის შექმნის სფეროში უკვე ამ ადრინდელ ნაწარმოებებში შეინიშნება, კერძოდ, სიმფონიურ პოემაში „პელეასი და მელიზანდა“ (ს. მალარმეს მიხედვით), სადაც კომპოზიტორი პირველად იყენებს წმინდა კვარტებისგან შემდგარ თანხმოვანებებს; სიმებიან სექსტეტში „გასხივოსნებული ღამე“ (რ. დემელის ლექსით შთაგონებული) ვლინდება სწრაფვა ჟანრის კამერიზაციისკენ,რაც განსაკუთრებით ტიპურია ა. ვებერნის შემოქმედებისთვის.

პირველი პერიოდის ნაწარმოებებთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია კამერული სიმფონია №1 (op. 9, №1 E-dur, 1906 წ. 15 სოლი საკრავისთვის), ნაწარმოები, რომელიც ყეელაზე მკაფიოდ მიგვანიშნებს გევიანრომანტიკული ქრომატიკიდან თავისუფალ ატონალობაზე გადასელას. აქ მნიშვნელოვნად იზრდება კვარტული აკორდების როლი, ხშირია მთელტონიანი ბგერათრიგების გამოყენება და სხვ.

თავისუფალ-ატონალური პერიოდი

კამერულ სიმფონიას და სიმებიან კვარტეტს №2 (op.10) უშუალოდ მოსდევს შონბერგის შემოქმედების ახალი, თავისუფალ-ატონალური, ექსპრესიონისტული პერიოდი, რომელიც დაახლოებით 10-12 წელი გრძელდებოდა. იგი, სიახლის თვალსაზრისით, პრაქტიკულად წარმოადგენს ახალი ერის დაწყებას მუსიკაში, რომელიც თავისი შინაარსით და გამომსახველი ხერხებით სხვა ეპოქებს ვერ შეედრება.

თავისუფალ-ატონალურ სტილში დაწერილი შონბერგის პირველი ნაწარმოები იყო სამი საფორტეპიანო პიესა op.11, სადაც მოხდა ტონალობაზე, ყოველგვარი იერარქიული კავშირებით შეზღუდულ სისტემაზე უარის თქმა. მთელი ციკლის სულიერი სამყარო ტიპურად ექსპრესიონისტულია, განმსჭვალული პირქუში, ნევროზული ატმოსფეროთი, რაც ვლინდება საკუთრივ ბგერათსიმაღლივ სტრუქტურებში და, ასევე, აპერიოდულ რიტმში. პიესებში პრაქტიკულად შეუძლებელია მთავარი და მეორეხარისხოვანი ერთეულების გამიჯვნა, მთელი მუსიკალური ქსოვილი მცირე მოტივური ერთეულების უსასრულო ვარირების (ვარიანტული განვითარების), ე. წ. განვითარებადი ვარიაციების პრინციპზე აიგება.

კიდევ უფრო შორს, ახალი მუსიკალური ენის ათვისების სფეროში, მიდის შონბერგი ხუთ საორკესტრო პიესაში op.16. ამ ნაწარმოებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპოზიტორმა პირველად გამოიყენა Klangfarbenmelodie-ს ტექნიკა (მესამე პიესაში). ციკლის ხუთივე პიესას ჰქონდა პროგრამული ქვესათაური (1. წინათგრძნობა, 2. წარსული, 3. ფერები, 4. პერიპეტია, 5. ობლიგატური რეჩიტატივი), რომლებიც ავტორმა შემდეგ მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ op.11 სამი საფორტეპიანო პიესის, op. 16 ხუთი საორკესტრო პიესის და op.19 ექვსი პატარა საფორტეპიანო პიესის გარდა შონბერგი ამ პერიოდში ძირითადად ვოკალურ ნაწარმოებებს ქმნიდა. მათ შორისაა: „თხუთმეტი ლექსი შტეფან გეოთგეს დაკიდებული ბაღების წიგნიდან“ op.15, მონოდრამა „მოლოდინი“ op.17, სიმბოლისტური მუსიკალური დრამაბედნიერი ხელი“ op. 18, მელოდრამების ციკლი „მთვარის პიერო“ op.21 და სხვ.

დოდეკაფონიის განვითარება

თავისუფალ-ატონალური პერიოდისთვის დამახასიათებელი არარეგლამენტირებული მუსიკალური ენა თავის განვითარების მწვევრვალს შონბერგის ისეთ ნაწარმოებებში აღწეეს, როგორიცაა ერთაქტიანი ოპერა „ბედნიერი ხელი“ (op. 18) მელოდრამების ციკლი „მთვარის პიერო“ (op. 21), მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თხზულებები შონბერგის შემოქმედების მნიშვნელოვან მიღწევებს წარმოადგენენ, მათში გამოვლინდა საკუთრიე თავისუფალი ატონალობის ნეგატიური თვისებები, კერძოდ, დიდი ინსტრუმენტული ფორმის ორგანიზების შეუძლებლობა. სწორედ თავისუფალი ატონალობისთვის დამახასიათებელი ეს პრობლემა გახდა ახალი მუსიკალური ენის ძიების კატალიზატორი, რასაც შონბერგმა დაახლოებით 7 წელი დაუთმო (1916-1923 წწ. ამ ამოცანის საბოლოო გადაწყვეტა იჩენს თავს ხუთ პიესაში ფორტეპიანოსთვის op. 23 (მეხუთე პიესაში ვალსი) და სერენადაში ბარიტონის და შვიდი ინსტრუმენტისთვის op. 24 (IV ნაწილი, პეტრარკას სონეტი № 217) (ორივე – 1920-23 წწ.), სადაც კომპოზიტორი პირველად იყენებს დოდეკაფონურ ტექნიკას.

მთლიანად დოდეკაფონიის პრინციპებზე დამყარებული პირველი ნაწარმოებია საფორტეპიანო სიუიტა op. 25 (1921-23 წ). არნოლდ შონბერგის შემოქმედებითი მრწამსი, მისი ფილოსოფიურ-ესთეტიკური მიგნებები ყველაზე მკაფიოდ აისახა მის დაუმთავრებელ ოპერაში „მოსე და არონი“ (ბიბლიურ სიუჟეტზე).

ემიგრაცია ამერიკაში

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ა. შონბერგი წერდა: „ჩვენ, ვინც მუსიკით ვცოცხლობთ, არ გვაქვს ადგილი პოლიტიკაში და მას უნდა ვუყურებდეთ, როგორც ჩვენთვის რაღაც აბსოლუტურად უცხოს“.

პოლიტიკის მიმართ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, შონბერგი წერს ნაწარმოებებს, რომლებიც ომის ტრაგიკული მოვლენებითაა შთაგონებული და კომპოზიტორის მოქალაქეობრივ პოზიციაზე მეტყველებს. სწორედ პოლიტიკური მოსაზრებით, 1933 წლის მაისში, შონბერგმა დემონსტრატიულად დატოვა გერმანია და ამერიკაში ემიგრირების გადაწყვეტილება მიიღო. გზად, პარიზის სინაგოგაში იგი წინაპართა სარწმუნოებას, იუდაიზმს დაუბრუნდა.

ემიგრაციის წლებში, ამერიკაში, სადაც შონბერგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა, სხვადასხვა ჟანრში შექმნილ მის ნაწარმოებებს შორის გამოირჩევა ოდა ნაპოლეონს (ჯ. გ. ბაირონის ტექსტზე) op. 41 და კანტატა „გადარჩენილი ვარშავიდან“ op. 46 როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, კანტატა რეალურ მოვლენებს ეფუძნება, რომლებიც მან უშუალო მოწმეების, თუ მათი ახლობლებისგან შეიტყო. მასში აღწერილია საკონცენტრაციო ბანაკის, ვარშავის გეტოს, პატიმართა სიცოცხლის ბოლო წუთები; ის, თუ როგორ უბრძანებენ ჯარისკაცები გაზის კამერებში შესვლას მწკრივში ჩაყენებულ შეშინებულ და ატირებულ ბავშვებს და მოხუცებს, ჯანმრთელებს და ავადმყოფებს. მთხრობელი გვიამბობს: „ისინი იწყებდნენ თავიდან. ჯერ ნელა, შემდეგ სულ უფრო სწრაფად, ისე რომ ბოლოს თითქოს ველური თქარათქური ისმოდა“. ნაწარმოების ტრაგიკული არსი კიდევ უფრო მეტადაა გამძაფრებული კანტატის ფინალში, მამაკაცთა საგუნდო ლოცვაში „ისმინე, ისრაელ“, რომელიც კათარზისად, სრულ სულიერ განწმენდად აღიქმება.

კანტატის სერია ნაწარმოების საწყის ტაქტებშია ექსპონირებული და მთელი მუსიკალური მასალის (მათ შორის, დამაგვირგვინებელი საგუნდო ლოცვის) ინტეგრირებას ახდენს.

მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის, არნოლდ შონბერგის შემოქმედებითი ინდივიდუალობა მრავალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ერთეულისგან შედგება. შონბერგი, მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ნოვატორი, ახალი საკომპოზიციო მეთოდის, დოდეკაფონიის შემქმნელი, XX საუკუნის კომპოზიტორთა შორის ყველაზე უკომპრომისო ხელოვანადაა მიჩნეული, რომელიც სიცოცხლის ბოლოს ამბობდა: „ერთადერთი რაც შემეძლო, იყო ცურვა დინების საპირისპიროდ... ამასთანავე, შემოქმედებაში და ხანგრძლივ პედაგოგიურ მოღვაწეობაში არნოლდ შონბერგი გერმანული აკადემიზმის ტრადიციებს – ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ბრამსის, ვაგნერის მიღწევებს ეფუძნება, მაგრამ, შონბერგის შემოქმედებითი პორტრეტის ეს, ერთი შეხედვით, ურთიერთსაპირისპირო თვისებები მისი ერთიანი მსოფლმხედველობის განსხვავებული მხარეებია, რომლებიც მის შემოქმედებაში ორგანულადაა გამთლიანებული, სინთეზირებული.

ძირითადი ნაწარმოებების სია

  • op. 1, ორი სიმღერა (2 Gesänge) ბარიტონის და ფორტეპიანოსთვის, 1898
  • op. 2, ოთხი სიმღერა (4 Lieder) ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1899
  • op. 3, ექვსი სიმღერა (6 Lieder) ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1899/1903
  • op. 4, გასხივოსნებული ღამე, Verklärte Nacht სიმებიანი სექსტეტი, 1899
ბურეს სიმღერები, კანტატა, 1900-11
  • op. 5, პელეასი და მელიზანდა (Pelleas und Melisande), სიმფონიური პოემა, 1902/03
  • op. 6, რვა სიმღერა (8 Liede) სოპრანოს და ფორტეპიანოსთვის, 1903/05
  • op. 7, სიმებიანი კვარტეტი (d-moll), 1904/05
  • op. 8, ექვსი სიმღერა (6 Lieder) ხმის და ორკესტრისთვის, 1903/05
  • op. 9, კამერული სიმფონია №1 E-dur, თხუთმეტი სოლო ინსტრუმენტისთვის, 1906
  • op. 10, სიმებიანი კვარტეტი №2 fis moll, 1907/08
  • op. 11, სამი საფორტეპიანო პიესა, 1909
  • op. 12, ორი ბალადა ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1906
  • op. 13, მშვიდობა დედამიწას, შერეული გუნდისთვის a cappella, 1907
  • op. 14, ორი სიმღერა (2 Lieder) ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1907/08
  • op. 15, თხუთმეტი ლექსი შტეფან გეორგეს დაკიდებული ბაღების წიგნიდან, სოპრანოს და ფორტეპიანოსთვის, 1908/09
  • op. 16, ხუთი საორკესტრო პიესა, 1909
  • op. 17, მოლოდინი, ერთაქტიანი მონოდრამა, 1909
  • op. 18, ბედნიერი ხელი, დრამა მუსიკით, 1910/13
სამი პატარა პიესა კამერული ორკესტრისთვის, 1910
  • op. 19, ექვსი პატარა საფორტეპიანო პიესა, 1911
  • op. 20, გულის ყლორტები, სოპრანოს და ინსტრუმენტული ანსამბლისთვის, 1911
  • op. 21, მთვარის პიერო, 21 მელოდრამა ხმის და ინსტრუმენტული ანსამბლისთვის 1912
  • op. 22, ოთხი სიმღერა ხმის და ორკესტრისთვის, 1913/16
იაკობის კიბე, ორატორია, 1917-22 (დაუმთავრებელი)
  • op. 23, ხუთი საფორტეპიანო პიესა, 1920/23
  • op. 24, სერენადა, ბარიტონის (ბანის) და ინსტრუმენტული ანსამბლისთვის 1920/23
  • op. 25, საფორტეპიანო სიუიტა, 1921/23
  • op. 26, სასულე კვინტეტი, 1924
  • op. 27, ოთხი პიესა შერეული გუნდისთვის, 1925
  • op. 28, სამი სატირა შერეული გუნდისთვის, 1925/26
  • op. 29, სიუიტა ინსტრუმენტული ანსამბლისთვის, 1925
  • op. 30, სიმებიანი კვარტეტი № 3, 1927
  • op. 31, ვარიაციები ორკესტრისთვის, 1926/28
  • op. 32, დღეიდან ხვალამდე, ერთაქტიანი ოპერა, 1928
  • op. 33a, 33ხ, ორი საფორტეპიანო პიესა, 1928, 1931
  • op. 34, მუსიკა კინოსცენისთვის (Begleitmusik zu einer Lichtspielszene), 1930
  • op. 35, ექვსი პიესა (Stücke) მამაკაცთა გუნდისთვის, 1930
სიუიტა სიმებიანი ორკესტრისთვის G-dur, 1934
  • op. 36, სავიოლინო კონცერტი, 1934/36
  • op. 37, სიმებიანი კვარტეტი № 4, 1936
  • op. 38, კამერული სიმფონია № 2, (Fis-dur), 1906/39
  • op. 39, Kol nidre, მკითხველის, გუნდის და ორკესტრისთვის, 1938
  • op. 40, ვარიაციები ორგანისთვის, 1941
  • op. 41, ოდა ნაპოლეონს, მკითხველის, ფორტეპიანოს და სიმებიანი კვარტეტისთვის, 1942
  • op. 42, საფორტეპიანო კონცერტი, 1942
  • op. 438, თემა და ვარიაციები სასულე ანსამბლისთვის, 1943
  • op. 43ხ, თემა და ვარიაციები ორკესტრისთვის, 1943
  • op. 44, პრელუდია გუნდის და ორკესტრისთვის, 1945
  • op. 45, სიმებიანი ტრიო, 1946
  • op. 46, გადარჩენილი ვარშავიდან (A Survivor from Warsaw), კანტატა, 1947
  • op. 47, ფანტაზია ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის, 1949
  • op. 48, სამი სიმღერა (3 Lieder) ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1933
  • op. 49, სამი გუნდი, 1948
  • op. 50a, სამჯერ ათასი წელი (Dreimal tausend Jahre), შერეული გუნდისთვის, 1949
  • op. 50ხ, 130 ფსალმუნი „De profundis“, შერეული გუნდისთვის, 1950
  • op. 50C, თანამედროვე ფსალმუნი (დაუმთავრებელი), 1950 მოსე და არონი (Moses und Aron), სამაქტიანი ოპერა (დაუმთავრებელი), 1930-32, 1949-50

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები