კვარტა (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა კვარტა

კვარტა – (ლათ. quarta − მეოთხე), მუსიკალური ინტერვალი პირველსა და მეოთხე საფეხურებს შორის. მუსიკის თეორია განასხვავებს სუფთა, გადიდებულ და შემცირებულ კვარტას. პრაქტიკაში, ტერმინის „სუფთა კვარტის“ ნაცვლად, ხშირად იხმარება ტერმინი „კვარტა“.

კვარტის სახეები

კვარტა აღინიშნება რიცხვით 4 (რიცხვითი სახელები აღნიშნავს, მერამდენე საფეხურია ინტერვალის ქვედა ბგერა ზედას მიმართ).

წმინდა კვარტა − როგორც წესი, ათასხუთასი წლის განმავლობაში (ანტიკური თეორეტიკოსების-პითაგორეელთა დროიდან) წმინდა კვარტა, კვინტა და ოქტავა კონსონანსურ ინტერვალებად ითვლება. ნატურალურ ბგერათა რიგში ყველა კვარტა წმინდაა. იგი შეიცავს 2½ ტონს.

შემცირებული კვარტა − შეიცავს 2 ტონს. ეჰარმონიულად ტოლია დიდი ტერციის, აღინიშნება შემც. 4.

გადიდებული კვარტა − შეიცავს 3 ტონს. აღინიშნება გად. 4.

ორჯერ გადიდებული კვარტა − შეიცავს 3½ ტონს. ეჰარმონიულად ტოლია წმინდა კვინტის აღინიშნება ორჯერ. გად. 4.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები