სექსტეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სექსტეტი
- 6 მუსიკოს-შემსრულებლისაგან შემდგარი ანსამბლი (ინსტრუმენტული ან ვოკალური).
- 6 საკრავისათვის ან 6 სასიმღერო ხმისათვის დაწერილი მუსიკალური ნაწარმოები.
ინსტრუმენტული სექსტეტი, ისევე როგორც კვარტეტი და ა. შ. კამერული მუსიკის ერთერთი სახეობაა; იწერება სხვადასხვა შემადგენლობებისათვის ციკლურ სონატურ ფორმაში. ვოკალური სექსტეტი გვხვდება უმთავრესად ოპერებში, როგორც დასრულებული ნომერი.