კამერული მუსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კამერული მუსიკა - შემსრულებელთა მცირე შემადგენლობისათვის დაწერილი ინსტრუმენტული ან ვოკალური მუსიკა. საგუნდო, თეატრალური (საოპერო და საბალეტო) მუსიკისაგან განსხვავებით, კამერულ მუსიკას შეადგენს ანსამბლები (დუეტი, ტრიო, კვარტეტი და ა. შ.) და აგრეთვე სოლო მუსიკის პიესები, რომლებიც არ მიეკუთვნება საკონცერტო ვირტუოზულ ან საესტრადო-გასართობ ჟანრს, მაგ. სონატები, ფუგები, ნოქტიურნები და სხვ.

კამერული მუსიკა დასაბამს შუა საუკუნეებიდან იღებს. XVI ს-ის დასასრულამდე ეს სახელწოდება მხოლოდ ვოკალურ ჟანრს აღნიშნავდა. XVII ს-იდან კი გავრცელდა საკრავიერ მუსიკაზეც. კამერული საკრავიერი ანსამბლის თანამედროვე სახეები – სონატა, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი და ა.შ. – ჩამოყალიბდა ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენლების – ი. ჰაიდნის, ვ. მოცარტის, ლ. ბეთჰოვენის შემოქმედებაში.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები