ბარიტონი (ხმა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბარიტონი - (იტალ. Baritono დაბალხმოვანება) მამაკაცის ხმა, შუალედური ტენორსა და ბანს შორის. განასხვავებენ ლირიკულ ბარიტონს (ჟღერადობით უახლოვდება დრამატულ ტენორს) და უფრო ვაჟკაცურ, ძლიერ დრამატულს (დაბალ რეგისტრში უახლოვდება ბანს). ბარიტონის დიაპაზონია დიდი ოქტავის ლა-დან პირველი ოქტავის ლა-მდე.
ბარიტონი მრავალმნიშვნელოვანი |