მასა (ფიზიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასა – ფიზიკური სიდიდე; მატერიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს მის ინერციულ და გრავიტაციულ თვისებებს. მასის ცნება შემოიტანა ი. ნიუტონმა. ნიუტონის მოძრაობის Masa001.png განტოლების თანახმად, მასა არის პროპორციულობის კოეფიციენტი სხეულზე მოქმედ Masa003.png ძალასა და მის მიერ გამოწვეულ Masa005.png აჩქარებას შორის. ასეთი განმარტების შედეგად მასა გამოხატავს სხეულის ინერციის ზომას. მასას განსაზღვრავენ აგრეთვე, როგორც პროპორციულობის კოეფიციენტს სხეულის Masa007.png იმპულსსა და Masa009.png სიჩქარეს შორის: Masa011.png. ამ ორი სახით განსაზღვრულ მასას ინერტულ მასას უწოდებენ.

მასა მიზიდულობის ველის წყაროა. ყოველი სხეული ქმნის მიზიდულობის ველს, რომლის სიდიდე პროპორციულია ამ სხეულის მასისა. ეს ველი იწვევს ნებისმიერი სხვა სხეულის მიზიდვას ძალით, რომელიც განისაზღვრება ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონით F=Gm1 m2/r2, სადაც r არის მანძილი სხეულებს შორის, G – გრავიტაციული მუდმივა, m1 და m2 – სხეულთა მასები. თუ M აღნიშნავს დედამიწის მასას, ხოლო m – დედამიწის ველში მოთავსებულ რაიმე სხეულის მასას, მაშინ ამ სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალა განისაზღვრება ფორმულით P = mg , სადაც g = GM/R2 არის დედამიწის მიზიდულობის ველში თავისუფლად ვარდნილი სხეულის აჩქარება, ხოლო R – დედამიწის რადიუსი (იგულისხმება, რომ სხეული დედამიწის მახლობლობაშია). მასას, რომელიც შედის მსოფლიო მიზიდულობის კანონისა და სიმძიმის ძალის განმარტებაში, უწოდებენ სხეულის გრავიტაციულ მასას. ფარდობითობის თეორიის შექმნამდე მიაჩნდათ, რომ მართებულია მასის მუდმივობის კანონი. ა. აინშტაინის რელატივისტურ მექანიკაში მასა დამოკიდებული აღმოჩნდა სხეულის მოძრაობის v სიჩქარეზე; სახელდობრ, Masa021.png სადაც c არის სინათლის სიჩქარე სიცარიელეში, m0 – უძრაობის მასა.

მასის ერთეული CGS სისტემაში არის გრამი, ხოლო საერთაშორისო SI სისტემაში – კილოგრამი.



წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები