პროპორციულობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროპორციულობა – ფუნქციონალური დამოკიდებულების უმარტივესი შემთხვევა. არსებობს ორი სახის პროპორციულობა: პირდაპირპროპორციულობა და უკუპროპორციულობა.
ანალიზურად x და y ცვლადებს შორის პირდაპირპროპორციული (ან უბრალოდ პროპორციული) დამოკიდებულება გამოისახება თანაფარდრბით: y = kx (აქ k – პროპორციულობის კოეფიციენტია); უკუპროპორციულობა კი – თანაფარდობით: y = k/x (ან xy = k); k – მუდმივი სიდიდეა.
გრაფიკულად პირდაპირპროპორციული (პროპორციული) დამოკიდებულება გამოისახება კოორდინატთა სათავეზე გამავალი წრფით (ან ნახევარწრფით), რომლის კუთხური კოეფიციენტი პროპორციულობის კოეფიციენტს უდრის.
უკუპროპორციული დამოკიდებულების გრაფიკს წარმოადგენს ტოლფერდა ჰიპერბოლა (ან მისი ერთი შტო).