რელატივისტური მექანიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რელატივისტური მექანიკა – მექანიკა, რომელიც დაფუძნებულია სივრცისა და დროის ფარდობითობის პრინციპზე. რელატივისტური მექანიკა განიხილავს სხეულთა (ნაწილაკთა) მოძრაობის კლასიკურ კანონებს სინათლის სიჩქარის მახლობელი სიჩქარით მოძრაობისას.
მატერიალური ობიექტების სიჩქარე (v) არ შეიძლება აღემატებოდეს სინათლის c სიჩქარეს ვაკუუმში. როცა v<<c, რელატივისტური მექანიკა გადადის ნიუტონის კლასიკურ მექანიკაში.