აჩქარება (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჩქარებავექტორული სიდიდე, რომელიც ახასიათებს ნივთიერი წერტილის მოძრაობის სიჩქარის სიდიდისა და მიმართულების ცვლილებას. უფრო ზუსტად, აჩქარება განისაზღვრება, როგორც სიჩქარის ვექტორის პირველი წარმოებული დროთი: Achqareba001.png

ნიუტონის მეორე კანონის თანახმად, ნივთიერი წერტილის აჩქარება პირდაპირპროპორციულია წერტილზე მოქმედი ძალისა და უკუპროპორციულია წერტილის მასისა. წერტილის აჩქარების ვექტორი მიმართულებით ემთხვევა მოქმედი ძალის ვექტორს.

„აჩქარების“ ცნება ეხება მხოლოდ წერტილს; სხეულის აჩქარების შესახებ საუბარი შეიძლება მხოლოდ გადატანითი მოძრაობისას, როცა დროის ყოველ აღებულ მომენტში სხეულის ყველა წერტილს აქვს ერთნაირი სიჩქარე და ერთნაირი აჩქარება (სიდიდით და მიმართულებით).

სულხან-საბა ორბელიანი ასე განმარტავს: „ააჩქარე – სისწრაფე მიეც“.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები