მიმართულება (მათემატიკური)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიმართულება – თუ ორი სხივი მდებარეობს ერთ წრფეზე, მაშინ მათ ეწოდებათ ერთნაირად მიმართული ან თანამიმართული, თუ ერთ-ერთი მათგანი შეიცავს მეორეს, და ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული, თუ არც ერთი არ შეიცავს მეორეს.
თუ h1 და h2 სხივები თანამიმართულია, ასე აღინიშნება h1↑↑h2; ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებისა კი ასე h1↑↓h2.