ბედიის მონასტერი
ბედიის მონასტერი - მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ოჩამჩირის რაიონის, სოფელი ბედიაში.
სარჩევი |
კომპლექსში შემავალი ნაგებობები
ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლო.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა
ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და მასვე აქ საეპისკოპოსო დაუარსებია. სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი. მისგან დასავლეთით შემორჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე. ტაძარი მნიშვნელოვნად გადაუკეთებიათ XIII-XIV საუკუნეთა მიჯნასა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის – ანტონ ჟუანისძის მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომლებიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საუკუნეებით თარიღდებიან
ბედიის ტაძრის ფასადებზე, ინტერიერში ფრესკებსა და საეკლესიო ნივთებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები, რომლებიც შესრულებულია ქართული ასომთავრული დამწერლობით და მოგვითხრობენ ტაძრის მშენებლობის, განახლება-რესტავრაციის ამბავს.
ბედიის საეპისკოპოსო შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. აქვე იყო განთავსებული უნიკალური წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა გადაწერა, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნთსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით. ბედიის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობის სიმბოლოს. აქ დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი – დედოფალი გურანდუხტი.
ბედიის მონასტრის გეგმარების მსგავსი ანსამბლით იქმნებოდა შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ლანდშაფტი. ანსამბლის მთავარ ხუროთმოძღვრულ ელემენტს გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი წარმოადგენდა.
კომპლექსს გალავანი შემოუყვებოდა და მის დასავლეთ მხარეს, გალავნის კედლის ხაზში, ეპისკოპოსის სასახლე და კარიბჭეა ჩართული.
ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევები ტაძრის დასავლეთით, დაახლოებით 50 მ-ის დაშორებით მდებარეობს. თავდაპირველად იგი ორსართულიანი ყოფილა, ამჟამად მეორე სართული თითქმის დანგრეულია, დარჩენილია ჩრდილო-დასავლეთის კუთხისა და დასავლეთის კედლის ფრაგმენტები.
მეორე სათავსოში შესასვლელ კარს გააჩნია ტიმპანის ქვა, წარწერით. წარწერაში მოხსენიებულნი არიან XVI საუკუნის ქართველი მოღვაწეები – ბედიელი ქართველი მთავარეპისკოპოსი ანტონ ჟუანიძე და კირილე ჟუანიძე. თაღოვანი შესასვლელი შემკულია დეკორატიული ორნამენტით.
სართულშუა გადახურვა 1968-69 წლების რესტავრაციის დროს შეუკეთებიათ – იატაკზე ბეტონი დაუსხამთ და ზედ გუდრონის თხელი ფენით საიზოლაციო შრე მოუწყვიათ, რაც ნაგებობის პირველ სართულს წყლის გაჟონვისაგან იცავს.
კარიბჭე კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მის თავზე სამრეკლო იყო მოწყობილი. კარიბჭის დასავლეთ მხარეს, ფასადზე, შემორჩენილია წარწერა, სადაც მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნის ქართველი მოღვაწეები. კარიბჭის ნაგებობა მიერთებულია სასახლეზე და მასთან ერთად მთლიანობაში აღიქმება. კარიბჭე გეგმით კვადრატს წარმოადგენს.
გუმბათიანი ტაძარი არის კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა, ე.წ. „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის, ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა. გეგმაში იგი სწორკუთხედში ჩაწერილი ჯვარია. ტაძრის ცენტრში, ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე მიღებულ კვადრატზე, აფრების საშუალებით ამოყვანილია თოთხმეტწახნაგა გუმბათი, რომელშიც ამავე რაოდენობის სარკმელებია გაჭრილი. გუმბათი დასავლეთით ორ ცალკე მდგომ საყრდენს ეყრდნობა, ხოლო აღმოსავლეთით აფსიდის შვერილებს. ჯვრის აღმოსავლეთი მკლავი აფსიდით მთავრდება, დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. ჯვრის მკლავებს შორის დარჩენილი სივრცე შევსებულია აღმოსავლეთით – აფსიდის გვერდითა ორსართულიანი სათავსებით, დასავლეთით – დამატებითი სივრცეებით. აფსიდის გვერდითა სათავსების მცირე სართული ერთიანი კედლის მასითაა მოცემული, რომელშიც გაჭრილია პატარა კარი.
ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავების მეორე სართულზე, დასავლეთით მოთავსებულია პატრონიკე, სადაც მიდგმული კიბის საშუალებით ადიოდნენ. ტაძარში შესასვლელი სამი მხრიდანაა მოწყობილი, მის ცენტრში აღმართულია გუმბათი, გარედან სუფთად გათლილი ქვიშაქვითაა ნაგები კირის ხსნარზე. ეკლესიის ყველა სარკმლის ღიობი შემორჩენილია. ინტერიერში მათი კონტური დაუზიანებელია. ფასადებზე კი, ორი სარკმლის გარდა, ყველა სარკმელი დაზიანებულია, ჩამოცვენილია სარკმლის საპირე.
XIX საუკუნის დასასრულისათვის ბედიის ტაძარი უკვე მიტოვებულ და მცენარეულობით დაფარულ ნაგებობას წარმოადგენდა, მაგრამ გუმბათის დიდი ნაწილი შემორჩენილი იყო და ფასადების წყობაც უკეთ იყო დაცული. ამის შემდეგ, XX საუკუნის დასაწყისში, ტაძრის „განახლების“ მიზნით რუსმა ბერ-მონაზვნებმა დაზიანებული გუმბათი სრულიად მოშალეს და იოლად ჩამოსაცილებელი საპირე ქვები მოხსნეს.
ამჟამინდელი მდგომარეობა
ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება შეუძლებელია
გვაქვს ინფორმაცია, რომ მონასტერში დაწყებულია „სარესტავრაციო სამუშაოები“, რომელიც ძეგლისთვის შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს. რადგან იშლება ქართული კვალი მონასტრის კედლებსა და ისტორიულ ფრესკებზე. ბაგრატ III-ს ფრესკა კედლის ე.წ. გამაგრებითი სამუშაოების შედეგად დაიკარგა.
ბედიის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი
ბიბლიოგრაფია
- ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1971.-გვ.242. მოკლე ცნობები ბედიის ტაძრის ხუროთმოძღვრებაზე.
- ახალაძე ლ.ბედიის ტაძრის ფრესკული წარწერა და დადიანთა მანდატურთუხუცესის საკითხი //საისტორიო ძიებანი.II.-თბ.,199.-გვ.61-67. რეზ. რუსულ ენაზე. ერისთავთ-ერისთავი გიორგი დადიანისა და დედოფალთ-დედოფლის მარიხის მოხსენება ფრესკულ წარწერაზე (XIV-XV სს.)
- ახალაძე ლ. აღმაშენებელი პალატისა //აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემია. მაცნე: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სერია.-2000.-N1.-გვ.196-201. რეზ. რუსულ ენაზე. ბედიის საეპისკოპოსო ტაძრის აღმაშენებელ ანტონ ბედიელის , იგივე ანტონ ჟუანისძის მოღვაწობაზე.
- ბედიის ტაძრის ეპიგრაფიკა //ახალაძე ლ. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო:ლაპიდარული და ფრესკული წარწერები.I.-თბ.,2005.-გვ.21-74. ქართული ისტორიული წყაროები ბედიის ტაძრის შესახებ; წარწერების ვრცელი ენობრივ-პალეოგრფიული ანალიზი.
- ახალაძე ლ. „...მეოხ ექმენ საყდრის აღმაშენებელს“ //საისტორიო ძიებანი.-2000.-N3.-გვ.54. ბედიის ტაძრის ეპიგრაფიკა.
- ახალაძე ლ. სვიმეონის წარწერის დათარიღების საკითხი და ძველი ქართული სამოხელეო ტერმინი //აფხაზეთის მოამბე .-1998.-N1.-გვ.64-68. ტაძარში შემორჩენილი წარწერის ენობრივი ანალიზი.
- ბედიის ტაძარი //მწყემსი.-1893.-N12.-გვ.4-5;N13.-გვ.12-14. ბედიის ტაძრის გეგმა, ხუროთმოძღვრული ფორმები, ბარძიმზე შემორჩენილი წარწერების განხილვა, ტაძრის ისტორია.
- ბედიის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.II.-თბ.,1977.-გვ.265-266. მოკლე ცნობები ბედიის სამონასტრო კომპლექსის შესახებ.
- ბედია //გაბაშვილი ც. პორტალები ქართულ არქიტექტურაში.-თბ.,1955.-გვ.38. X-XI საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ბედიის ტაძრის შესახებ.
- გუნია ბედიის ტაძარი: ათასს უძლო, კვლავ გაუძლების.-2000.-N3.-გვ.55-59. რეზ. რუსულ ენაზე. ტაძრის მნიშვნელობა შუა საუკუნეების საქართველოში.
- ბედიის ეკლესიის წარწერა //დანელია კ. სარჯველაძე ზ. ქართული პალეოგრაფია.-თბ.,1997.-გვ.71. ტაძრის დასავლეთ კედელზე ამოკვეთილი X საუკუნის ასომთავრული წარწერის განხილვა.
- ვარსიმაშვილი ი. ბედია //ძეგლის მეგობარი.-1973.-N31-32.-გვ.50-55. ბედიის ხუროთმოძღვრულ ანსამბლში 1968-1971 წლებში ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებზე.
- კალანდია გ. ბედიელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი //არტანუჯი.-1995.-N4.-გვ.33-37. ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი ისტორიული წყაროების მიხედვით.
- კასტელი დონ კრისტოფორო დე. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ.-თბ.,1976.-გვ171-172. წიგნში 443-ე ნომრით წარმოდგენილი ბედიის ტაძრის ნახატზე გამოსახული წარწერის თარგმანი.
- კვაშილავა ი. სულიერი კულტურის ძეგლები სამურზაყანოში (ბედია) //საქართველო და ქრისტიანობა.-თბ.,2001.-გვ.45-51. რეზ. ინგლისურ ენაზე. ტაძრის ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება, მხატვრობის განხილვა.
- კილანავა ბ. ბედიის ტაძარი //დროშა.-1981.-N11.-გვ.22-23. ბაგრატ მესამის მეფობის დროს სასახლის კარის ეკლესიად აგებული ბედიის ტაძრის მოკლე აღწერილობა.
- ბედიის ტაძარი //მიბჩუანი თ. აფხაზეთი.ნაწ.I.-თბ.,2003.-გვ.217-223. ძეგლის ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება, მოკლე ცნობები ბედიის ბარძიმზე.
- პაპასკირი ზ. ბედიის ტაძარი-ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო // საისტორიო ძიებანი.-2000.-N3.-გვ.3-8. რეზ. რუსულ ენაზე. ბაგრატ მესამის მიერ ქართული ტაძრის აფხაზეთში აშენების მიზეზები და მისი მნიშვნელობა.
- ბედია //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები .ნაკვ.I.-თბ.,1980.-გვ.38; გვ.172; გვ.175-176. ბედიის ტაძრის სვიმეონ გალატოზთუხუცესის , ნიკოლოზ კათალიკოსის, სოფრონ ბედიელის წარწერების აღწერილობა. მოხსენიებულია მ.ბროსე.
- შმერლინგი რ. ბედიის ტაძრის მოხატულობის ქრონოლოგიური განაწილების საკითხისათვის //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის IV სამეცნიერო სესია 1949 წლის 9-11 ივნისს მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1949.-გვ.9. სესიაზე წაკითხული მოხსენებათა თეზისები.
- შმერლინგი რ. ბედიის ტაძრის დათარიღების საკითხისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.ტ.XVIII.-1957.-N4.-გვ.503-511. სამი ქრონოლოგიური ეტაპის გამოყოფა ტაძარში შემორჩენილი მხატვრობის სტილისტური ანალიზის საფუძველზე.
- ჩხეიძე თ. ბედია- საქართველოს ბედზე სალოცავი ტაძარი //ქრისტიანობა და მედიცინა:ბედია-1000.-თბ.,2000.-გვ.20-21. ტაძრის ისტორიიდან.
- ჩხეიძე თ. ბედიის ტაძარი //მნათობი.-2000.-N11-12.-გვ.112-114. ტაძრის აშენების ისტორია, აფხაზეთში შემორჩენილი ქართული ტოპონიმები.
- წერეთელი გ. ბედიის ტაძარი //კვალი.-1893.-N22.-გვ.7-10. ტაძრის ხუროთმოძღვრული ფორმების, მხატვრული დეტალების, წარწერების ვრცელი განხილვა. ძეგლის დათარიღება.
- წურწუმია ზ. ბედია //ცისკარი.-1993.-N2.-გვ.150-154. ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
- ხვისტანი რ. ბედიის სამონასტრო კომპლექსი //აფხაზეთის მოამბე.-1998.-N1.-გვ.56-60. რეზ. რუსულ და ინგლისურ ენებზე. ძეგლის მოკლე აღწერილობა.
- ბედიის ტაძარი //ხვისტანი რ. მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის.-თბ.,2009.-გვ.25-38. ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე. ისტორიული წყაროები ბედიის ტაძრის შესახებ, სამონასტრო კომპლექსის ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება, მხატვრული ფორმებისა და წარწერათა ანალიზი, დაწვრილებითი ცნობები ბედიის ბარძიმის შესახებ, ბედია, როგორც შუა საუკუნეების საქართველოს რელიგიურ-პოლიტიკური ცენტრი. მოხსენიებულნი არიან: ლ.ხიმშიაშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი, მიტროპოლიტი გერმანე ჩხეტიძე, გ. ჩუბინაშვილიმ. ბარამიძე.ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (ტაბ.IV). ხორავა ბ. ბედიის საეპისკოპოსო //ქრისტიანობა და მედიცინა:ბედია-1000.-თბ.,20000.-გვ.24-25. ბედიის საეპისკოპოსოს შექმნის შესახებ (X ს.)
- ხიმშიაშვილი ლ. რესტავრაციის ზოგიერთი საკითხი //ძეგლის მეგობარი.-1968.-N14.-გვ.78-79. ბედიის ტაძრის რეკონსტრუქციისათვის მოსამზადებელი და ძეგლის თარიღის დადგენისათვის ჩატარებული სამუშაოები.
- აბ. აფხაზეთ-სამურზაყანო //ივერია.-1894.-N52(10 მარტი.-გვ.3. ბედიის ტაძრის შესახებ.
- არდაშელია ც. არ არსებობს აფხაზეთი უსაქართველოდ , არც საქართველო არსებობს უაფხაზეთოდ //ჯვარი ვაზისა.-1996.-N1.-გვ.34-40. ბედიის ტაძრის ისტორია, მისი დახასიათება.
- ბედია (სამურზაყანო).-ცნობის ფურცელი.-1896.-N65(23 დეკ.).-გვ.2. ბედიის ტაძრის რუსი ბერების ხელში გადასვლის გამო.
- ჭოჭუა მ. დავიცვათ ბედიის მონასტრის კომპლექსი //საბჭოთა აფხაზეთი.-1972.-8 იანვარი. ძეგლის მდგომარეობის შესახებ.
- ბედიის სამონასტრო კომპლექსი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი.ტ.I.-თბ.,2007.-გვ.14. მოკლე ცნობები ბედიის სამონასტრო კომპლექსის(ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო სასახლე და სამრეკლოს ნაწილი) მდებარეობის, აგების ისტორიისა და ტაძრის ლაპიდარული წარწერების შესახებ. მოხსენიებულია მეფე ბაგრატ მესამე, მიტროპოლიტი ანტონ ჟუანისძე (XV ს.) ტექსტს ერთვის ტაძრის საერთო ხედის ფოტო. მოცემულია ტაძრის სიძველეთა აღწერილობა და ფოტოები (ბედიის ბარძიმი-გვ.48-49; გულანი-გვ.68-69. ფრესკა-ქტიტორების ოჯახი-გვ.80). ტექსტები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
- ეკლესია-„დიდშუენიერ გუმბათიანი“. ბედიის მონასტერი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.301-302. ბაგრატ III-ის მიერ (X-XI სს.)დაარსებული საკათედრო ტაძრის (ახლანდელი ნაგებობა XIII-XIV აუკუნეებს განეკუთვნება) მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, ბედიელ ბერთა მიერ წიგნსაცავის შექმნის შესახებ. მოხსენიებულა მიტროპოლიტი გერმანე ჩხეტიძე (XVI ს.). ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. დართული აქვს ტაძრის ორი ფოტო.
- ბედიის ტაძარი //როგავა გ. რელიგია და ეკლესია აფხაზებში.-თბ.,2007.-გვ.155-157 //როგავა გ. აფხაზეთის ისტორიის საკითხები.-თბ.,2009.-გვ.156-157. ბაგრატ III-ის მიერ X-XI საუკუნეებში აგებული (ახლანდელი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება), გუმბათიანი, სწორკუთხა მოხაზულობის ტაძრის აგების მოკლე ისტორია, ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: ბაგრატ III, ეპ.ბედიელი, გრიგოლ დადიანი, მეფე კონსტანტინე (XIV ს.)).
- არდაშელია ბ. ბედიის ტაძარი //გაზ. „სტალინური გზით“ (გალი).-1956.-9 თებერვალი.
- გიორგობიანი ბ. ბედიის სამონასტრო კომპლექსი //გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“.-1988.-9 ივლ.-გვ.4 ძეგლის აღდგენითი სამუშაოების შესახებ.
- დადიანი ც. მიუტევებელი გულგრილობა //გაზ. „სახალხო განათლება“.-1951.-8 აგვ.-გვ.4.
- ზუხბაია ვ. ათასი წელი, ვითარცა ერთი წამი //დილის გაზეთი.-199.-19 აპრ.-გვ.13 (ჩართულია გალის დამოუკიდებელი გაზეთი "სათანჯო" N16).
- კილანავა ბ. ბედია //გაზ. „ლენინერლი“(გალი).-1970.-21 თებერვალი.
- კორსანტია ნ. ბადიის ტაძარი - სიმბოლო ერთიანობისა //დილის გაზეთის დამატება „სათანჯო“.-2004.-N38.-გვ.1,4-6.
- კუკავა ვ. ისტორიული ძეგლი - უყურადღებოდ //გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“.-1978.-5 დეკ.-გვ.4.
- მიბჩუანი თ. საქართველოს ერთიანობის სიმბოლო - ბედიის ტაძარი 1000 წლისაა //გაზ. „საქართველოს,რესპუბლიკა“.-2000.-6-7 თებ.-გვ.7.
- პაპასკირი ზ. ბედიის ტაძარი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიმბოლო //გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“.-2001.-24 აპრ.-გვ.6.
- ფაჩულია ვ. ბედიის ტაძარი //გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“.-1956.-4 სექტემბერი.
- ქიქავა თ. ბედია //გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“.-2002.-5 მაისი.-გვ.8. მონასტრის მდებარეობისა და აგების თარიღის შესახებ.
- შონია ჯ. ბედია საქართველოს ერთიანობის სიმბოლო //იბერია-სპექტრი.-2000.-13-19 დეკ.-გვ.9.
- ზუხბაია ვ. დავიცვათ არქიტექტურული ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1965.-N4.-გვ.53-55. ბედიის ტაძრის დაცვის თაობაზე.
- Шервашидзе Л. Некоторые средновековые стенные росписи на территории Абхазии.-Тб.,1971.-187 с. Главной задачей исследования является попытка создать специальное искусствоведческое исследование и найти средневековым стенным росписям на территории Абхазии соотвествующее место среди памятников Грузии а также Византии и стран находившимся в сфере ее влияния.
- Ардзинба И. Архитектурные памятники Абхазии.-Сухуми,1958.-155 с. Автор знакомит с архитектурой сел. Агу-Бедия, окружееного крепостной оградой, с воротами и руинами колокольни с западной стороны. План храма, его архитектурные формы и оформление фасадов имеют типичные черты церковной архитектуры Грузии средних веков. Строителем храма был царь абхазский и карталинский Баграт III (978-1014), погребенный там же. С западной стороны храма находится руины колокольни с надписью XII-XIV вв.и развалины дворцовой постройкис сохранившимися сводами и коллонами нижнего этажа.
- თორაძე ვ., თორაძე ნ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია.-თბ.,[2006].-გვ.122-123. ხალხური გადმოცემა ტაძრის შესახებ; ძეგლის აგების ისტორია; ქრისტეფორე კასტელის ცნობა ბედიიდ შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ნ. ბერძენიშვილი, მ. ჩუბინაშვილი.
- ზუხბაია ვ. ქართული კულტურის ძეგლები აფხაზეთში //ძეგლის მეგობარი.-2000.-N1(108).-გვ.29-34. რეზ. ინგლ. ენაზე. ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
- გუნია ი. ბედიის ტაძარი: „ათასს უძლო, კვლავ გაუძლებს ათას წელს“ //საისტორიო ძიებანი.-2000.-N3.-გვ.55-59. რეზ. რუს. ენაზე. ბედიის ტაძრის მნიშვნელობა შუა საუკუნეების საქართველოს სულიერ ცხოვრებაში.
- ხვისტანი რ. ბედია - შუა საუკუნეების საქართველოს რელიგიურ-პოლიტიკური ცენტრი //საისტორიო ძიებანი.-2000.-N3.-გვ.10-14. რეზ. რუს. ენაზე// ქრისტიანობა და მედიცინა: ბედია-1000.-თბ.2000.-გვ.23. ძეგლის სტარატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა; ტაძრისათვის შეწირული ოქროს ბარძიმის აღწერილობა.
- ხორავა ბ. ბედიის საეპისკოპოსო //ქრისტიანობა და მედიცინა: ბედია-1000, ბედიის ტაძრის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია: კონფერენციის მასალები.-თბ.,2000.-გვ.24-25. ტექსტი ქართ. და რუს. ენებზე.
- ბედიის ტაძარი //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.111. ერთიანი საქართველოს პირველი მეფის - მაგრატ III -ს მიერ, სავარაუდოდ, 999 წელს აგებული ღვთისმშობლის სახ. მთავარი ტაძრის მხატვრობის სამი ფენის დათარიღება, ეკლესიის სი[ელის - ოქროს ბარძიმის აღწერილობა. მოხსენიებულია: ბაგრატ III ბაგრატიონი, ბედიელი მიტროპოლიტი ანტონ ჟუანისძე. ტექსტს ერთვის ბედიის ტაძრის, ბაგრატ III-ის ფრესკისა და ბედიის ბარძიმის ფოტოები.
- Архитектурный комплекс Бедиа //Пачулия В. По древней, но вечно молодой Абхазии.-Сухуми.,1969.-с.89-90.
- Амиранашвили Ш. История грузинского искусства.-М.,с.203.
- Анчабадзе З. Из истории средневековой Абхазии.-Сухуми.,1959.-с.197. 59.Бакрадзе Дм. Кавказ в древних памятниках христианства //Заметки Общества любителей кавказской археологии.Кн.1.-Тифл.,1875.-с.39.
- Берже А. Кавказ в археологическом отношении.-Тифл.,1874.-с.18.
- Вирсаладзе А. Основные этапы развития грузинской средневековой монументальной живописи.-Тб.,1977.-с.23.
- Габашвили Ц.Порталы в грузинской архитектуре.-Тб.,1955.-с.66.
- Гомелаури И., Кениа Р. Каталог проектов, обмеров и рисунков академика Н.П. Северова //Ars Georgica. Серия-В.-1964.-N6.-с.215.
- Доброхотов Ф.Черноморское побережье Кавказа. Справочная книга.-М.,1916.-с.449.
- Иоселиани П. Города, существовавщие и существующие в Грузии.-Тифл.,1850.-с.34-35.
- Левинтас В. Бедийский храм //Газ. „Советская Абхазия“.-1979(1 Февр.).
- Материалы по археологии Кавказа. Вып.II.-М.,1893.-с.26-29.ПаПаскири З. Бедийский храм - символ единой грузинской государственности //ქრისტიანობა და მედიცინა: ბედია -1000.-თბ.;2000.-გვ.7-8.
- Северов Н. Памятники грузинского зодчества.-М.,1947.-с.193.
- Толстой И., Кондаков Н. Русские древности в памятниках искусства. Вып. IV. Христианские древности Крыма, Кавказа и Киева.-СПБ.,1891.-с.53-55.
- Чхеидзе Т. Храм Бедиа - судьбонсный памятник земли Грузинской //ქრისტიანობა და მედიცინა: ბედია - 1000.-თბ.,2000.-გვ.21-23.
- Шмерлинг Р. Малые формы в архитектуре средневековой Грузии.-Тб.,1962.-с.109-111.
- ბედიის მონასტერი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.210. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
- ხვისტანი რ. ბედიის სამონასტრო კომპლექსი // ენგურ-მოქვისწყალის აუზის(აფხაზეთი)ქრისტიანული ძეგლები.-თბ.,2015.-გვ.49-64. ტაძრის მდებარეობა, რელიგიურ-პოლიტიკური მნიშვნელობა,გუმბათიანი მონასტრის სამკაულები, სიწმინდეები, ფრესკები და წარწერები.
იხილეთ აგრეთვე
წყარო
- კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში
- საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი