მთავარეპისკოპოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთავარეპისკოპოსი - ქრისტიანული ეკლესიის მაღალი იერარქის ტიტული. მთავარეპისკოპოსი ნიშნავს „უფროს ეპისკოპოსს“, ხანდახან ეს ტიტული ეპისკოპოსს პირადი დამსახურების გამო ენიჭება.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი (არქიეპისკოპოსი) საპატიო ტიტულია და იგი არ გულისხმობს მიტროპოლიტის/მთავარეპისკოპოსის დაქვემდებარებაში სხვა ეპისკოპოსების არსებობას.