კიბე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კიბე - ფუნქციონალური და საფეხურებიანი კონსტრუქციული ელემენტი შვეული კავშირის დასამყარებლად ჰორიზონტალური სიბრტყის ერთი ან მეტი ამაღლებით. გამოიყენება ერთი ჰორიზონტალური დონიდან მეორე ჰორიზონტალურ დონეზე ასასვლელად.
კონსტრუქციის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ კიბის შემდეგ სახეობები:
- კიდული კიბე, რომლის საფეხურები წარმოადგენს ერთიან ქვას, და რომლის ერთი ბოლო კედელშია დატანებული მეორე კი თავისუფლადაა დატოვებულთ
- კიბე აგურის ან ბეტონის თაღებზე. რკინაბეტონის კიბეები.
- კიბეები, რომელთა საფეხურების ორივე ბოლო კედელშია დატანებული
- ლითონის კიბეები.
- კიბეები, რომელთა ბაქნები და მარშები რკინის ძელებსა და ჩანებს ეყრდნობა.