ნაგებობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაგებობა

  1. საშენი მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული. მათ მიეკუთვნება: აეროპორტი, ავტოდრომი, აკვედუკი, ანძა, ბუნკერი, გზაგამტარი, დამბა, ესტაკადა, ენერგიისა და ინფორმაციის გადამცემი ხაზი, ველოტრეკი, ვიადუკი, კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზი, კაშხალი, კოშკი, მილსადენი, სატრანსპორტო გზები და მაგისტრალები, რეზერვუარი, სილოსი, სპორტის სასახლე, სტადიონი, ღვარსატარი, შხეფსაცივარი, წყალგამტარი, წყალმიმღები, წყალსაგდები, ხიდი, ჰიდროტექნიკური კომპლექსი და სხვ.;
  2. გამაგრების, საყრდენი, დამცავი, გამიჯვნის, საწარმოო, ტვირთებისა და ადამიანთა გადაადგილების, აგრეთვე ადამიანთა თავშეყრის მიზნით აგებული მიწისზედა, მიწაზე მდებარე ან მიწისქვეშა ხაზოვანი, ორგანზომილებიანი ან სივრცითი სამშენებლო სისტემა, რომელშიც ადამიანთა ყოფნა გათვალისწინებულია ხანმოკლე ვადით, აგრეთვე განპირობებულია ნაგებობის მომსახურებით ან სხვა განსაკუთრებული მიზნით;
  3. ის, რაც არის აშენებული ან აგებული. არსებობს ნაგებობის სახეები: არაკაპიტალური, არასტაციონარული, არქიტექტურული, ასაწყობი, გემთასაწევი, დამცავი, დამხმარე, დაპროექტებული, დასაპროექტებელი, დროებითი, ზედაპირული წყალშემკრები, თევზგამტარი, თოშსაგდები, კაპიტალური, კაშხლისპირა, კომუნალური, კულტურულ-საგანმანათლებლო, მაუღლებელი, მემორიალური, მისადგომი, მიწისზედა, მიწისქვეშა, ნაპირსამაგრებელი, ნაპირსაცავი, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების, სათავო, საინჟინრო, საინჟინრო-ტექნიკური, საკანალიზაციო, სამკურნალო, სამკურნალო-სანიტარული, სამოქალაქო, სამრეწველო, სანიტარული, საპროექტებელი, სარეგულაციო, სარკინიგზო, სასაწყობე, სასილოსე, სასპორტო, საფარი, საფორტიფიკაციო, საყოფაცხოვრებო მომსახურების, საყრდენი, საწარმოო, საწმენდი, სახაზო, სესმომედეგი, სტაციონარული, ტივტივა, შემტბორი, წყალასაღები, წყალგამომყოფი, წყალგამტარი, წყალდასახარჯი, წყალმიმღები, წყალსაგდები, წყალსადაწნეო, წყალსაკავი, წყალსამაგრებელი, წყალსაკრები, წყალსანაწილებელი, წყალსარინი, წყალსაშვები, წყალშემტბორი, წყალშემშვები, ხელოვნური, ხუროთმოძღვრული, ჰიდროტექნიკური და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები