კაპიტალური ნაგებობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კაპიტალური ნაგებობა − მშენებლობის შედეგი მოცულობითი, ბრტყელი ან ხაზობრივი სამშენებლო სისტემის სახით, რომელსაც აქვს მიწისზედა, მიწისპირა და/ან მიწისქვეშა ნაწილები. შედგება მზიდი, ზოგჯერ შემომზღუდავი სამშენებლო კონსტრუქციებისგან და მისი დანიშნულებაა სხვადასხვა საწარმოო პროცესის შესრულება, პროდუქციის შენახვა, ადამიანების დროებითი განთავსება და ტვირთების თავისუფალი გადაადგილება. კაპიტალური ნაგებობა მიწის ზედაპირთან მიმაგრებულია სტაციონარულად.