ავტოდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოდრომი

ავტოდრომი (ბერძნული autos – თვითონ და dromos – სარბენი ადგილი), ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელიც მოწყობილია ავტომობილების ტარების სწავლებისთვის, მათი გამოცდის და ასევე შეჯიბრებების ჩასატარებლად.

ავტოდრომზე ეწყობა შემდეგი ტიპის გზები: რგოლური ჩქაროსნული, უთანაბრო მკვრივი საფარვლით, გრუნტის, „დინამომეტრიული“, ურთიერთგადამკვეთი წინაღობებით (აღმართი, დაღმართი, ფონი, ტალახიანი და მტვრიანი უბნები). ავტომობილების გამოსაცდელი გზების სახეობებია: უთანაბრო ქვაფენილი (ბელგიური ფენილი); მოკლე ტალღები (სარეცხი დაფა); სინუსოიდური ტალღები; გზა შვერილებით; რიყის ქვის საფარვლით და სხვ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები