სავაჭრო ნაგებობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სავაჭრო ნაგებობა − ცაკლკეული შენობები ან შენობათა კომპლექსები, გამოყენებული საცალო და წვრილსაბითუმო ვაჭრობისათვის, რომლებსაც შესასვლელი აქვთ ქუჩის ან კიბის უჯრედის მხრიდან. ასეთებია: მაღაზია, ბაზარი, სავაჭრო ცენტრი, სავაჭრო რიგები, პასაჟი, ფარდული, კიოსკი და სხვ.

სავაჭრო ნაგებობები ცნობილია ანტიკური პერიოდიდან (ძვ.წ. VII – ახ.წ. V ს.). მათ მიეკუთვნება: სათავსები განლაგებული რიგებად ძველბერძნული აგორას გასწვრივ (ათენი, მილეთე, პრიენე და სხვ), ძველრომაული ტაბერნები, რომლებიც მოწყობილი იყო ინსულების პირველ სართულზე (რომი, ოსტია) ან ფორუმების სხვადასხვა მხარეს (ცეზარის ფორუმი რომში) ან მაცელუიმების ირგვლივ ან მართკუთხა პერისტალურ ეზოებში (იმპერატორ ტრაიანეს ბაზარი რომში). ფეოდალურ ეპოქაში ევროპაში გავრცელდა მეწარმეების და მოვაჭრეების სახლების პირველ სართულზე განთავსებული ფარდულები და დუქნები, XV საუკუნიდან – სავაჭრო რიგები საწყობებით მეორე სართულზე. შუა აზიაში ცნობილი იყოს მრგვალი, გუმბათით გადახურული სავაჭრო პასაჟები (ბუხარა, სამარყანდი), რუსეთში XVII საუკუნიდან გავრცელდა სტუმრის სახლები (Гостиный двор) და სავაჭრო რიგები (მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ნოვგოროდი, ტვერი, სმოლენსკი, სუზდალი, ასტრახანი და სხვ.). XIX საუკუნიდან დაიწყეს დიდი მოცულობის უნივერსალური სავაჭრო ცენტრების მშენებლობა (პარიზი, რუანა, მოსკოვი, მილანი, შტუტდარტი, ბირმინგემი, ბრატისლავა, ვარშავა და სხვ.). ამიერკავკასიაში ძველთაგანვე ცნობილი იყო სომხური სავაჭრო სახლები „ქარავან-სარაი”, ქართული ხელოსნურ-ვაჭრული გაერთიანება „ამქარი”, სავაჭრო ქარვასლა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები