ინტერიერი (არქიტექტურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტერიერი – (ფრანგ. intérieur - შიდა), შენობის ან სათავსის არქიტექტურულად გაფორმებული შიგა სივრცე, სადაც ადამიანს უწევს ცხოვრება, მოღვაწეობა და ატარებს ცხოვრების მნიშვნელოვან დროს. სივრცის ყოველი ნაწილი ერთნაირად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ყოველი ნაწილი ფუნქციურად სასარგებლო და ამავე დროს კომფორტულია. ინტერიერი იყოფა საერთო და პირად ზონებად. არქიტექტორის მიზანია მათ შორის იდეალური ბალანსის პოვნა, რაც გამოიხატება სწორ დაგეგმარებასა და ზონირებაში. მხოლოდ ამის შემდეგ საქმეში ფორმასთან ერთად ერთვება მასალა, ფერი, ფაქტურა და სხვა დეტალი თუ ელემენტი, რომელიც საშუალებას იძლევა განუმეორებელი, ინდივიდუალური და ესთეტიკურად ლამაზი გავხადოთ ბინა, სახლი, ოფისი თუ სხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე სივრცე. ინტერიერის არქიტექტურული გადაწყვეტა განსაზღვრულია მისი ფუნქციური დატვირთვით. ინტერიერის დასამშვენებლად იქმნება მონუმენტური მხატვრობა, ქანდაკებები, მოზაიკა და სხვ.

შენობის ინტერიერის ძირითადი ელემენტებია: კედლები, იატაკი, ჭერი, ავეჯი, კარ-ფანჯრები, ანტრესოლი, ბრა, ჭაღი, სარკე, მოწყობილობები და ა.შ. ინტერიერის მოსაწყობად გამოიყენება მასალები: მარმარილო, გრანიტი, პორფირი, დოლომიტი, ონიკსი, მოზაიკა, ხელოვნური ქვა, აგური, კაფელი, მინა, ხე და ხის მასალები, ქსოვილი, ტყავი, ფიქალი, ტუფი და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები